ემბრიოლოგიური ლაბორატორია


ნებისმიერი რეპროდუქციული კლინიკის გულს ემბრიოლოგიური ლაბორატორია წარმოადგენს.
აქ ყველა პირობაა შექმნილი კვერცხუჯრედების წარმატებული განაყოფიერებისა და ემბრიონობის კულტივირებისთვის.
სწორედ ლაბორატორიაში ხდება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნებისმიერი პროგრამის პაციენტებისთვის ყველაზე იდუმალი ეტაპი – ახალი სიცოცხლის დაბადება.
SILK Medical კლინიკის IVF ლაბორატორიაში ტარდება ემბრიოლოგიური პროცედურების სრული სპექტრი:
• სპერმის მომზადება განაყოფიერებისთვის;
• განაყოფიერების მეთოდები: IVF, ICSI, PICSI, IMSI;
• ემბრიონების კულტივირება;
• დამხმარე გამოჩეკვა;
• ემბრიონის, კვერცხუჯრედის, სპერმის ვიტრიფიკაცია;
• ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში;
• ემბრიონის ბიოფსია შემდგომი პრეიმპლანტაციის გენეტიკური დიაგნოზისთვის;

SILK Medical კლინიკის ემბროლოგიური და ანდროლოგიური ლაბორატორია უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებითა არის აღჭურვილი, ჩვენმა ემბრიოლოგებმა შეიმუშავეს ოპტიმალური გარემო იმ წყვილებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ დიაგნოსტიკური ტესტირება, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და გამეტების/ემბრიონების კრიოკონსერვაცია.
ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა თითოეულ პაციენტს დავეხმაროთ მიზნის წარმატებით მიღწევაში!