SILK Medical დაზარალებულებს გაუწევს თანადგომას

SILK Medical – საერთაშორისო კლინიკაა. ჩვენი გუნდის შემადგელობაში არიან: ქართველები, უკრაინელები, სომხები, ყაზახები, ბელორუსელები, რუსები და ლატვიელები… სხვადასხვა წარმომავლობის  და ენების მიკუთვნება ხელს არ გვიშლის ერთი დიდი საქმის გაკეთებაში – ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაში.

ჩვენი პოზიცია ერთსულოვანია: 21-ე საუკუნეში, დაცული უნდა იყოს, სახელმწიფო საზღვრები და სუვერენიტეტი, დავები უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხალხის სურვილი,პრეფერენციები სამართლიან არჩევნებსა და რეფერენდუმზე აისახოს. ჩვენ, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სამხედრო მოქმედების და ძალადობის, რადგან მათი ერთადერთი შედეგი არის ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ნგრევა.

როგორც ყველა, ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ ეს უაზრო ომი დასრულდება და ჩვენ მზად ვართ ძალისხმევა გავწიოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. 2022 წლის მარტიდან SILK Medical-ის ყოველთვიური შემოსავლის 5%-ი მოხმარდება უკრაინაში დაზარალებულთა სახსრების მხარდაჭერას. უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ლტოლვილებისთვის, საკონსულტაციო სამედიცინო დახმარება, უფასო იქნება. იყოს მშვიდობა.