ჰისტეროსკოპია

საშვილოსნოს ჰისტეროსკოპია ნაკლებად ინვაზიური ოპერაციაა, რომელიც ტარდება დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით.

მანიპულაცია ტარდება ზოგადი ნარკოზის ქვეშ. საშოს გავლით შეჰყავთ მოქნილი ჰისტეროსკოპი კამერით, რომელიც გადმოსცემს გამოსახულებას ეკრანზე. ეს საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს ცერვიკალური არხის და საშვილოსნოს ღრუს მდგომარეობა.  გარდა ვიზუალური დათვალიერებისა, ჰისტეროსკოპიის დროს შესაძლებელია პაიპელ-ბიოფსიის აღება, ნაწიბურების და სინექიების გაჭრა.

ჰისტეროსკოპიას შეიძლება დაემატოს განცალკევებული დიაგნოსტიკური გამოფხეკა. სტანდარტული „წმენდისგან“ განსხვავებით, ეს მანიპულაცია სრულდება ბევრად უფრო ფრთხილად და ხარისხიანად, ვიდეოკონტროლის წყალობით.

ჩვენებები ჰისტეროსკოპიისთვის:

  • IVF-ის წარუმატებელი მცდელობები ანამნეზში
  • ენდომეტრიუმიდან პოლიპების მოშორება
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის მკურნალობა
  • საშვილოსნოს მიომის მოცილება
  • ენდომეტრიუმის და ცერვიკალური არხის მდგომარეობის დიაგნოსტიკა

გამოფხეკასთან ერთად ჩატარებული ჰისტეროსკოპიის შემდეგ აღდგენისთვის, შეიძლება დაინიშნოს ანთების საწინააღმდეგო თერაპია. შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენები რამდენიმე დღის განმავლობაში და დაქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვემოთ,

SILK Medical-ში ჰისტეროსკოპია გამოფხეკით ტარდება გამოცდილი ექიმების, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგების მიერ, რომლებმაც, როგორც არავინ, იციან ხარისხიანად ჩატარებული მანიპულაციის ფასი. მანიპულაციისთვის მომზადების განხილვა შეიძლება კლინიკაში კონსულტაციის დროს.