სპერმოგრამა

სპერმოგრამა არის მამაკაცის სათესლე სითხის ანალიზი, რომელიც ტარდება ემბრიოლოგის და ელექტრონული სპერმოანალიზატორის მიერ. უმეტეს შემთხვევებში გამოკვლევა ინიშნება ექიმ-რეპროდუქტოლოგის ან ექიმ-უროლოგის მიერ, უნაყოფობის მამაკაცური ფაქტორის გამორიცხვისთვის. ასევე, ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად, მწვავე ანთებითი პროცესი ან სპერმის გამომყვანი სადინარების პრობლემა.

სპერმოგრამა არის პირველი ნაბიჯი წყვილის გამოკვლევაში, რომელსაც აწუხებს ორსულობის არქონა. ის ფაქტი, რომ მამაკაცს ბავშვები ჰყავს, არ წარმოადგენს მისი ფერტილურობის დამაჯერებელ მტკიცებულებას, რადგან არსებობს მეორადი მამაკაცური უნაყოფობის შემთხვევები.

კომპლექსური სპერმოგრამა SILK Medical-ში

გამოკვლევა ტარდება კლინიკის ემბრიოლოგის მიერ, რაც შედეგის მაღალი სიზუსტის გარანტიას იძლევა.

პროცესის დროს ირკვევა:

მაჩვენებლები ჯანმო-ს ნორმების მიხედვით: სპერმატოზოიდების სრული რაოდენობა, მოძრაობის უნარი, აგლუტინაცია და სხვა.

მორფოლოგია კრუგერის მიხედვით: სპერმოგრამის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს თუ სპერმატოზოიდების რა %-ს აქვს სწორი აგებულება და ფორმა და შეუძლია განაყოფიერება.

MAR-ტესტი: პროცენტული შეფარდება ანტისპერმული ანტისხეულებით დაფარულ სპერმატოზოიდებსა და ნორმალურ სასქესო უჯრედებს  შორის.

 

რამდენად ხშირად უნდა ჩავაბაროთ სპერმოგრამა

სპერმოგრამის „ვარგისიანობის ვადაა“ 6 თვე. ასევე, ანალიზების საკონტროლო ხელახალი ჩატარება შეიძლება დაინიშნოს უფრო მოკლე ვადებში, ჩატარებული მკურნალობის შედეგიანობის შესამოწმებლად.

მომზადება ანალიზისთვის:

  • სქესობრივი სიახლოვისგან თავის შეკავება 3-5 დღის განმავლობაში
  • ალკოჰოლის გამოყენებაზე უარის თქმა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
  • ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერების მოქმედების გამორიცხვა საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებში
  • საუნაში და აბანოში წასვლისგან თავის შეკავება 10 დღის განმავლობაში
  • მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური დატვირთვის, სტრესული სიტუაციების თავიდან არიდება

ყველაზე ხშირი შედეგების გაშიფვრა:

ნორმოსპერმია, ნორმოზოოსპერმია – ფერტილური სპერმა, ჩასახვის მაღალი შანსი

ოლიგოსპერმია – სპერმის მოცულობის შემცირება

აზოოსპერმია – სპერმატოზოიდების არარსებობა ეაკულატში

ასტენოზოოსპერმია – მოძრავი აქტიური სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება

ტერატოზოოსპერმია – ეაკულატში პათოლოგიური ფორმების სპერმატოზოიდების რაოდენობა აღემატება 96%-ს

ნეკროზოოსპერმია – ეაკულატში 50%-ზე მეტი სიცოცხლის უუნარო სპერმატოზოიდების არსებობა ან ცოცხალი სპერმატოზოიდების არარსებობა.