ენდოკრინოლოგი

ენდოკრინული დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე შეიძლება მიმდინარეობდნენ უსიმპტომოდ, ამავე დროს, სერიოზულ ზიანს აყენებდნენ ჯანმრთელობას.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ენდოკრინოლოგს კონსულტაციისთვის SILK Medical-ში, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტემპერატურა მუდმივად ნორმაზე მაღალია
  • გაჩნდა ძლიერი ოფლიანობა
  • კიდურების ტრემორი (კანკალი)
  • მომატებული გაღიზიანებადობა, მტირალობა
  • თმების ცვენა
  • თმების ზრდა ტანზე
  • წონის მკვეთრი კლება ან მატება აშკარა მიზეზის გარეშე
  • მუდმივი წყურვილი
  • ძილის დარღვევა
  • უნაყოფობა
  • ლიბიდოს შემცირება
  • კისრის მოცულობის ზრდა
  • გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუთი კვების არარსებობის პირობებში.

კლინიკის ენდოკრინოლოგები აწარმოებენ შემდეგი დარღვევების კორექციას და მკურნალობას:

კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი 1 და 2 ტიპის, წინა დიაბეტი)

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერთირეოზი, ჰიპოთირეოზი, თირეოიდიტი, ფარისებრი ჯირკვლის ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები)

შერეული ენდოკრინული პრობლემები (მეტაბოლური სინდრომი, ჭარბწონიანობა, ინსულინ-რეზისტენტულობის სინდრომი)

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის დაავადებები (ჰიპერპროლაქტინემია, იცენკო-კუშინგის დაავადება, არაშაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგონადიზმი)

თირკმლების ჰორმონალური სისტემის დაავადებები (არტერიული ჰიპერტონიის ზოგიერთი სახეები)

სასქესო ჯირკვლების პათოლოგიები (ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ან მისი დაგვიანება, დისმენორეები, სასქესო ჯირკვლების ახალწარმონაქმნები)

 

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. მიღების დროს ექიმი ენდოკრინოლოგი შეაგროვებს ანამნეზს, ჩაატარებს გასინჯვას. მიაწოდეთ ექიმს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის და სიმპტომების შესახებ, რომ შემდგომმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღოს.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია გასცეს: სისხლის ანალიზები, გლუკოზატოლერანტობის ტესტი, ფარისებრი ჯირკვლის უბგ და სხვა.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დანიშნავს თერაპიას. ენდოკრინული დაავადებების მკურნალობისას, ეს პირველ ყოვლისა, არის მედიკამენტოზური თერაპია და ცხოვრების წესის კორექცია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.