გინეკოლოგ-ონკოლოგი

ონკოგინეკოლოგი დაკავებულია ქალის სასქესო სფეროს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკით და მკურნალობით. მათ შორის არის:

  • საკვერცხეების კიბო
  • საშოს კიბო
  • საშვილოსნოს ყელის კიბო
  • ენდომეტრიუმის კიბო (საშვილოსნოს კიბო)

ონკოგინეკოლოგიური დაავადებები ადრეულ სტადიებზე უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან სიმპტომებით, რომლებიც ადვილად შეიძლება ავურიოთ ნაკლებად საშიში მდგომარეობების სიმპტომებთან. ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ყოველწლიურად ექიმთან ვიზიტი და საბაზისო გამოკვლევის ჩატარება.

რისკის ფაქტორები დაავადებების განვითარებისთვის:

  • მემკვიდრეობითობა
  • ასაკი 65 წელზე ზემოთ
  • ესტროგენოთერაპია
  • ძუძუს კიბო
  • ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება
  • მოწევა

კლინიკა SILK Medical ატარებს აუცილებელ გამოკვლევას ახალწარმონაქმნთა გამოვლენისთვის:

  • ვაგინალური გასინჯვა
  • მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა სითხის აღებით
  • პაიპელ-ბიოფსია
  • კოლპოსკოპია
  • ჰისტეროსკოპია
  • სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე

 

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. ექიმი შეაგროვებს ანამნეზს და ჩივილებს, გაეცნობა გამოკვლევების შედეგებს, ჩაატარებს გასინჯვას  გინეკოლოგიურ სავარძელზე და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტიან თერაპიას. ეს შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტოზური თერაპია, ასევე ქირურგიული მკურნალობა.