ჰემატოლოგი

ექიმი-ჰემატოლოგი სპეციალიზდება სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე და პროფილაქტიკაზე. ეს არის სისხლწარმოქმნის, სისხლის დაშლის ორგანოების და ლიმფის პათოლოგიების ფართო სპექტრი

ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

  • ლეიკოზი
  • ლიმფომა
  • ანემია
  • სისხლის შედედების დარღვევა
  • ლეიკოციტოზი
  • ლეიკოპენია

სისხლის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა ადვილად შეიძლება ავურიოთ ჯანმრთელობის სხვა დარღვევებში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი რგოლის ექიმის – თერაპევტის პროფესიონალიზმი, რომელიც სისხლის ანალიზების შედეგების საფუძველზე გაგზავნის პაციენტს ვიწრო სპეციალისტთან – ექიმ-ჰემატოლოგთან.

რა სიმპტომები შეიძლება გახდეს SILK Medical-ში გამოკვლევის ჩატარების მიზეზი?

  • თქვენთვის არადამახასიათებელი დაღლადობა, უსიცოცხლობა, მიუხედავად სრულფასოვანი დასვენებისა
  • თავბრუსხვევა, თავის ხშირი ტკივილები
  • კანზე უმიზეზოდ დალურჯებული ადგილების გაჩენა
  • მომატებული სისხლდენა
  • ფერმკრთალი კანი
  • თმების ცვენა
  • ორსულობის ვერშენარჩუნება.

ძალზე მნიშვნელოვანია ჰემატოლოგის როლი ორსულობის დაგეგმვის და ნაყოფის შენარჩუნების ეტაპზე. დღეს თითქმის ყოველი მესამე პაციენტი ქალი IVF  კლინიკაში საჭიროებს ამ სპეციალისტის კონსულტაციას, ამიტომ SILK Medical-ის რეპროდუქტოლოგები და ჰემატოლოგები მუშაობენ ერთ გუნდში, რომ IVF  პროცედურა და ორსულობა ჩატარდეს გართულებების გარეშე.

ორსულობის ვერშენარჩუნების შემთხვევაში პირველადი რგოლი იქნება რეპროდუქტოლოგი ან გინეკოლოგი, რომელიც დაუნიშნავს პაციენტ ქალს ანალიზების სპექტრს სისხლის შედედებაზე: კოაგულოგრამა, ჰემოსტაზის სისტემის გენების პოლიმორფიზმები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის (APS) სკრინინგი და სხვა. გადახრების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი გადამისამართდება ჰემატოლოგთან და შემდგომი ორსულობები ჩაივლის ამ სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. მიღების დროს ექიმი-ჰემატოლოგი შეაგროვებს ანამნეზს, გაეცნობა არსებულ ანალიზებს, ჩაატარებს პირის ღრუს კანის საფარის და ლორწოვანი გარსის გასინჯვას.  მიაწოდეთ ექიმს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის და სიმპტომების შესახებ, რომ შემდგომმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღოს.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია გასცეს: სისხლის ანალიზები შედედებაზე, მუცლის ღრუს ფარისებრი ჯირკვლის უბგ, კტ და მრტ და სხვა.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს თერაპიას. ის შეიძლება იყოს როგორც მხოლოდ მედიკამენტური, ასევე სხივური, ქიმიოთერაპია ან ქირურგიული – ეს დამოკიდებულია დიაგნოზზე.