მამოლოგი

მამოლოგი, გინეკოლოგი და სტომატოლოგი არის სამი ექიმი, რომლებთანაც რეგულარულად უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკური გასინჯვა.

უკვე 25 წლის ასაკიდან ღირს პროფილაქტიკის მიზნით  ყოველ 1-2 წელში ერთხელ ეწვიოთ ექიმ მამოლოგს. 35 წლის შემდეგ ეს ვიზიტები ყოველწლიური უნდა გახდეს, ხოლო თუ გამოვლინდა რაიმე პათოლოგიური ცვლილება, შესაძლებელია უფრო ხშირი საკონტროლო გასინჯვებიც.

არ დააყოვნოთ ექიმთან მიღებაზე მისვლა, თუ აღმოაჩენთ შემდეგ სიმპტომებს:

  • შემკვრივების გაჩენა სარძევე ჯირკვალში
  • მკერდზე კანის ფერის და ფაქტურის შეცვლა გარკვეულ მონაკვეთებზე (მოჭიმულობა, შეწითლება, დანაოჭება, წყლულები)
  • გამონადენი დვრილებიდან ძუძუთი კვების გარეშე
  • მგრძნობიარობის ცვლილება, მტკივნეული შეგრძნებები სარძევე ჯირკვალში
  • სარძევე ჯირკვლის ტრავმირება
  • ლიმფური კვანძების მტკივნეულობა, გადიდება

სარძევე ჯირკვლების უბგ-ს ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად 40 წლის ასაკამდე. ოპტიმალური პერიოდია მენსტრუალური ციკლის მე-5-მე-10 დღე. ქალებს 40 წლის ზემოთ ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკისთვის ენიშნებათ მამოგრაფია.

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. მიღების დროს ექიმი ჰემატოლოგი შეაგროვებს ანამნეზს, ჩაატარებს სარძევე ჯირკვლების პალპაციას. ოპტიმალურია, თუ ეს იქნება მენსტრუალური ციკლის პირველი ნახევარი. თუ თქვენ უკვე ჩაიტარეთ აუცილებელი გამოკვლევა, მოიტანეთ შედეგები.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი გამოკვლევა: სარძევე ჯირკვლების უბგ, მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლის პუნქცია, დვრილებიდან გამონადენის ციტოლოგია, ჰორმონებზე ანალიზები.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს თერაპიას. ის შეიძლება იყოს კონსერვატიული, როგორც, მაგალითად, მასტოპათიის შემთხვევაში.  დამატებით შეიძლება რეკომენდებული იყოს ფიზიოთერაპია, ისევე როგორც მკერდის აღდგენის შემთხვევაში ძუძუთი კვების შემდეგ. სარძევე ჯირკვლების ბევრი დაავადება, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უკავშირდება ასაკობრივ ცვლილებებს, მოითხოვს არა მკურნალობას, არამედ რეგულარულ პროფილაქტიკურ კონტროლს. ქირურგიული ჩარევა საჭიროა ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი მოცულობითი წარმონაქმნების შემთხვევაში.