პედიატრი

ყველა დედის ოცნებაა პირადი პედიატრი, რომელსაც უსიტყვოდ შეიძლება ანდოს ბავშვების ჯანმრთელობა. ამგვარი სპეციალისტის მოძებნა დიდი გამართლებაა და ამგვარი სპეციალისტები მუშაობენ SILK Medical-ში.

ჩვენი პედიატრები ატარებენ როგორც პროფილაქტიკურ გასინჯვებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდის სხვადასხვა ეტაპზე, ასევე კონსულტაციებს ავადმყოფობის დროს.

SILK Medical-ში პედიატრი ახორციელებს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების პირველად მიღებას შემდეგ საკითხებზე:

  • რეგულარული პედიატრიული კონტროლი
  • დღენაკლული ბავშვების ზრდის და განვითარების კონტროლი
  • ვაქცინოპროფილაქტიკის კალენდარი
  • ბავშვის კვების ორგანიზაცია
  • მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობა
  • ინფექციური დაავადებების მკურნალობა
  • ალერგიული გამოვლინებების მკურნალობა

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. პირველი მიღების დროს ექიმი-პედიატრი შეაგროვებს ანამნეზს. მისთვის საინტერესო იქნება ბავშვის ჯანმრთელობა ჩასახვის შემდეგ: როგორ ჩაიარა ორსულობამ, მშობიარობა, სიმაღლე და წონა დაბადებისას, შეფასება აპგარის სკალაზე, პროფილაქტიკური გამოკვლევების შედეგები, საბაზისო რეფლექსები, დამატებითი კვების შემოტანა, კვების ტიპი და ა.შ.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია გასცეს: სისხლის ანალიზი, ეკგ, შინაგანი ორგანოების უბგ.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტიან თერაპიას ან გადაგამისამართებთ შემდგომი მკურნალობისთვის ვიწრო სპეციალისტთან, მოცემული დაავადებისთვის.