რეპროდუქტოლოგი

ექიმი-რეპროდუქტოლოგი ეს არის მეან-გინეკოლოგი, რომელიც სპეციალიზდება უნაყოფობის მკურნალობაზე და ორსულობის ვერშენარჩუნებაზე, რომელსაც აქვს დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების (დრტ) ჩატარების უნარ-ჩვევები.

SILK Medical-ის რეპროდუქტოლოგის მთავარია მიზანია ჯანმრთელი ბავშვის დაბადება და ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნება. რეპროდუქტოლოგი არის ექიმი, რომელიც თქვენთან ერთად გაივლის გზას დაგეგმვიდან ჩასახვამდე, და ამ პროცესს გახდის მაქსიმალურად პროფესიონალურს, უსაფრთხოს და კომფორტულს.

სპეციალისტთან მიღებაზე მოსვლა შესაძლებელია წყვილის სახით. კონსულტაციის დროს ექიმი დაწვრილებით დაასაბუთებს ამა თუ იმ ანალიზის ან პრეპარატის დანიშვნას, ისაუბრებს შემდგომი მოქმედებების შესახებ. თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, შიში, კითხვები, რომლებიც გაწუხებენ, არ მოგერიდოთ დაუსვათ ისინი ექიმს. ბავშვის გაჩენის დაგეგმვა არის პერიოდი, რომელიც მოითხოვს სიმშვიდეს და დარწმუნებულობას იმაში, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის.

SILK Medical-ის ექიმ-რეპროდუქტოლოგს შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ საკითხებზე:

  • დაორსულების არარსებობა აქტიური დაგეგმვის 12 თვის განმავლობაში 35 წლამდე, ხოლო 35 წლის შემდეგ – 6 თვის განმავლობაში.
  • ორსულობის ვერშენარჩუნება.
  • „გადადებული დედობა“
  • გენეტიკური მასალის კრიოკონსერვაცია მკურნალობის წინ, რომელიც საფრთხეს უქმნის რეპროდუქციულ პოტენციალს.
  • მემკვიდრეობითი დაავადებები და ემბრიონების წინასაიმპლანტაციო გენეტიკური ტესტირების მოთხოვნა ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.
  • ორსულობის დაგეგმვა დონორის მასალით.

კლინიკის სპეციალისტებს უნაყოფობის მკურნალობის და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენი ექიმები ყოველდღიურად ატარებენ კონსულტაციებს, ხელოვნურ ინსემინაციებს, ოვულაციის სტიმულაციებს, კვერცხუჯრედების პუნქციებს და ემბრიონების გადატანებს, რომ ჩვენი პაციენტების ოცნება ახდეს და ისინი მშობლები გახდნენ!

 

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. ექიმი შეაგროვებს ანამნეზს და ჩივილებს, ჩაატარებს გამოკვლევას გინეკოლოგიურ სავარძელზე და საჭიროების შემთხვევაში ჩაატარებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერით გამოკვლევას (უბგ). ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი არის მენსტრუალური ციკლის პირველი ნახევარი.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმი დანიშნავს გამოკვლევას. ორსულობის არარსებობის მიზეზების დასადგენად საჭიროა ჰორმონალური პროფილი, ანალიზები ინფექციაზე, პარტნიორის სპერმოგრამა, საშვილოსნოს მილების გამტარობის შემოწმება. გასცემს რეკომენდაციებს ორსულობისთვის მომზადების შესახებ.

მკურნალობა. გამოკვლევის შედეგების შეფასების შედეგად, ექიმი დანიშნავს კონსერვატიულ თერაპიას, თუ პრობლემა ექვემდებარება მედიკამენტოზურ კორექციას ან გასცემს რეკომენდაციას რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე გადასვლის შესახებ – ინსემინაცია ან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF). ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც მოითხოვს ვიწრო სპეციალისტების კონტროლს, უნაყოფობის მკურნალობა განხორციელდება მათთან შეთანხმებით.