თერაპევტი

პრაქტიკულად ყველა დაავადების მკურნალობის საწყისი ეტაპი არის კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან. მისი პროფესიონალური უნარები მოიცავს გავრცელებული დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკას და მკურნალობას.   თუნდაც არ იცოდეთ, თუ რით არის გამოწვეული თქვენი შეუძლოდ ყოფნა, თერაპევტის ამოცანაა ჩაატაროს დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართოთ პროფილურ სპეციალისტთან.

SILK Medical-ში ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა შემდეგთან დაკავშირებით:

  • მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები
  • შარდსადენი სისტემის დაავადებები
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • ენდოკრინოლოგიური დაავადებები
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები.

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. მიღების დროს ექიმი-თერაპევტი შეაგროვებს ანამნეზს. ჩაატარებს გასინჯვას, მოუსმენს ფილტვებს, გაზომავს არტერიულ წნევას და ტემპერატურას.  მიაწოდეთ ექიმს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის და სიმპტომების შესახებ, რომ შემდგომმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღოს.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია გასცეს: სისხლის ანალიზი, ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), შინაგანი ორგანოების უბგ.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტიან თერაპიას ან გადაგამისამართებთ შემდგომი მკურნალობისთვის ვიწრო სპეციალისტთან, მოცემული დაავადებისთვის.