უროლოგ-ანდროლოგი

უროლოგ-ანდროლოგი სპეციალისტები ატარებენ მამაკაცის შარდსასქესო სისტემის დაავადებათა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

შეგიძლიათ მიმართოთ SILK Medical-ს, თუ გამოგივლინდათ დამაფიქრებელი სიმპტომები:

  • ორსულობის არარსებობა წყვილში რეგულარული სექსუალურო აქტივობის პირობებში კონტრაცეფციის გარეშე
  • ერექციის პრობლემები
  • გახშირებული ან მტკივნეული შარდვა
  • გენიტალიების არეში სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი და/ან ტკივილები
  • გამონადენი შარდსადენი მილიდან
  • მინარევები შარდში ან სპერმაში

.

კლინიკაში მუშაობენ თავისი საქმის პროფესიონალები, შესაძლებელია რამდენიმე მომიჯნავე სპეციალისტის კომპლექსური მიდგომა მკურნალობის მიმართ: რეპროდუქტოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, გენეტიკოსის, თერაპევტის.

SILK Medical-ში ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა შემდეგთან დაკავშირებით:

  • ჰორმონალური ფონის ცვლილებები
  • მამაკაცის უნაყოფობა
  • ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობა
  • ერექციული დისფუნქცია
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • ანთებითი დაავადებები
  • პროსტატის ადენომა

მკურნალობის ეტაპები:

  1. პირველადი კონსულტაცია
  2. დიაგნოსტიკა
  3. მკურნალობა

პირველადი კონსულტაცია. მიღების დროს ექიმი უროლოგი-ანდროლოგი შეაგროვებს ანამნეზს, ჩაატარებს სასქესო ორგანოების გასინჯვას. მიაწოდეთ ექიმს მაქსიმალურად სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის და სიმპტომების შესახებ, რომ შემდგომმა მკურნალობამ დადებითი შედეგი გამოიღოს.

დიაგნოსტიკა. პირველადი კონსულტაციის საფუძველზე ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი გამოკვლევა. ეს შეიძლება იყოს ანალიზები ჰორმონებზე, ნაცხები ინფექციაზე, სათესლის პარკის ულტრაბგერითი გამოკვლევა და სხვა ვარიანტები.

მკურნალობა. გამოკვლევების შედეგების შეფასებით, ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტიან თერაპიას.