ხელოვნური ინსემინაცია

ხელოვნური ანუ საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია არის მეთოდი, რომელიც მდებარეობს ტრადიციული და თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიჯნაზე. პირველად წარმატებით იქნა გამოყენებული 1790 წელს  შოტლანდიელი ექიმის ჯონ ჰანტერის მიერ.

დღეისათვის ეს პროცედურა ტარდება IVF-ის ყველა კლინიკაში და მდგომარეობს ოვულაციის კონტროლში და პარტნიორის ან დონორის წინასწარ დამუშავებული სპერმის შეყვანაში წვრილი კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში.

გამოკვლევის მოცულობა IVF-ის წინ სავალდებულო გამოკვლევის ანალოგიურია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საშვილოსნოს მილების გამტარიანობას და ოვულაციის არსებობის კონტროლს.

ინსემინაცია შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივ ციკლში, ასევე ჰორმონალური სტიმულაციით.

სამი ან მეტი ფოლიკულის ზრდა ქმნის მრავალნაყოფიანი ორსულობის მაღალ რისკს, ამიტომ ხდება ინსემინაციის გაუქმება და/ან ფოლიკულების პუნქცია და IVF პროგრამაზე გადასვლა.

ინსემინაციის სამი წარუმატებელი მცდელობა არის ჩვენება შემდგომი მკურნალობის გაგრძელებისთვის IVF მეთოდით.

დონორის სპერმის მისაღებად იყენებენ მხოლოდ წინასწარ კრიოკონსერვირებულ მასალას.

ჩვენებები ხელოვნური განაყოფიერებისთვის:

  • გაურკვეველი გენეზისის უნაყოფობა
  • არარეგულარული სქესობრივი აქტები
  • ეაკულაციურ-სექსუალური დარღვევები ქმართან (პარტნიორთან) ან სექსუალური დარღვევები ქალთან
  • დადებითი რეაქცია MAR-ტესტზე
  • დონორის სპერმის გამოყენება
  • სქესობრივი პარტნიორის არარსებობა

ყურადღება! საშვილოსნოს ღრუში სპერმის დამოუკიდებლად შეყვანის მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. ძალზე ადვილია საშვილოსნოს კედლების ტრავმირება, ხოლო დაუმუშავებელი სპერმის შეყვანამ საშვილოსნოს ღრუში შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკიც კი!

როგორ ტარდება ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა:

1-ლი ეტაპი. მომზადება

მოსამზადებელ ეტაპზე ქალმა უნდა გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა, რომ დარწმუნდეს პროცედურის და ორსულობის მიმართ უკუჩვენებების არარსებობაში. პარტნიორი აბარებს სპერმოგრამას ან ირჩევა პარამეტრების მხრივ შესაფერისი დონორის სპერმა.

საჭირო ანალიზების ჩამონათვალი

მე-2 ეტაპი. ოვულაციის კონტროლი

ოვულაციის და მომწიფებული დომინანტური ფოლიკულის/ფოლიკულების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ინსემინაციისთვის. თუ ქალს აქვს თავისი სტაბილური ოვულაცია, მაშინ შესაძლებელია ინსემინაცია ბუნებრივ ციკლში. 35 წელზე ზემოთ ასაკი, არარეგულარული ციკლი არის ჩვენება ოვულაციის ფრთხილი ჰორმონალური სტიმულაციისთვის. უბგ-მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაინიშნება ინსემინაციის დღე.

მე-3 ეტაპი. ინსემინაცია

ამ დღეს მამაკაცი აბარებს სპერმს ან ხდება დონორის მასალის გალხობა. წინასწარ დამუშავებული სპერმა კათეტერის საშუალებით შეჰყავთ ცერვიკალური არხის საშუალებით. მანიპულაცია უმტკივნეულოა და სჭირდება სულ რამდენიმე წუთი. ყველაზე ეფექტურია ორმაგი ინსემინაცია ერთ ციკლში, როდესაც პროცედურა მეორდება მომდევნო დღეს ან ერთი დღის გამოტოვებით.

მე-4 ეტაპი. ორსულობის მოლოდინი

მანიპულაციის შემდეგ პაციენტი ქალი განაგრძობს ვიტამინების და სხვა პრეპარატების მიღებას, რომელიც დანიშნა ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა. რეკომენდებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვები და კვება. ორსულობის ტესტი ან ანალიზი β-ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინზე შეიძლება ჩაბარდეს მენსტრუალური ციკლის დაგვიანების დაწყებიდან.

ხელოვნური ინსემინაციის პროცედურა არ არის რიგითი პროცედურა ქალებისთვის, მაგრამ SILK Medical-ის სპეციალისტების პროფესიონალიზმის და ტაქტიანობის წყალობით პროცესი ჩატარდება კომფორტულად და ეფექტიანად.