ICSI

სპერმატოზოიდის ინტრაციტოპლაზმური ინექცია კვერცხუჯრედში ანუ ICSI ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა SILK Medical-ში.  სხვათა შორის, ICSI მეთოდით ჩასახული პირველი ბავშვი ბელგიაში დაიბადა 1992 წელს. ახალი რეპროდუქტიული ტექნოლოგია ნამდვილი გარღვევა გახდა უნაყოფობის მამაკაცური ფაქტორის გადალახვაში. თანდათანობით, ჩვენებები ICSI-ის მიმართ გაფართოვდა და დღეისთვის ყოველი მეორე განაყოფიერება კლინიკაში შეიძლება მისი საშუალებით ხდებოდეს.

მიკროსკოპი მანიპულატორებით ICSI-თვის შთამბეჭდავად გამოიყურება. განაყოფიერების სასწაული ხდება ორი მიკროინსტრუმენტის წყალობით. ერთი მათგანი შემკავებელი საწოვრით კვერცხუჯრედისთვის, მეორე კი ნემსით სპერმატოზოიდისთვის. ICSI ძალზე ფაქიზი მანიპულაციაა, რომელიც ემბრიოლოგისგან მოითხოვს ზუსტ და გამოზომილ მოძრაობებს.

 

როგორ კეთდება ICSI

მიკროსკოპის 400-ჯერადი გადიდების ქვეშ ემბრიოლოგი აარჩევს მორფოლოგიურად სწორ სპერმატოზოიდს და, წინასწარ მისი კუდის გადახეხვის შემდეგ, შეჰყავს ის კვერცხუჯრედში. ამგვარი განაყოფიერების წარმატებულობა შეიძლება იყოს 65%-დან 90%-მდე.  პლუსი იმაშია, რომ ერთი კვერცხუჯრედისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი, რაც ხსნის  სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაციის და ზედმეტი მოძრაობის პრობლემას.

 

ჩვენებები ICSI-თვის:

  • უნაყოფობის მამაკაცური ფაქტორი
  • სპერმატოზოიდების გამოყენება, რომლებიც მიღებულია ქირურგიული გზით
  • განაყოფიერების დაბალი პროცენტი IVF მეთოდით
  • ოოციტების გამოყენება კრიოკონსერვაციის შემდეგ
  • იგეგმება PGT (წინასაიმპლანტაციო გენეტიკური ტესტირება) PCR მეთოდით

 

PICSI (სპერმის ფიზიოლოგიური ინტრაციტოპლაზმური ინექცია)

PICSI სპერმატოზოიდების შერჩევის დამატებითი მეთოდია ICSI მეთოდით განაყოფიერებისთვის.

განაყოფიერება ბუნებრივ პირობებში ყველაზე ხშირად ხდება მომწიფებული და მორფოლოგიურად სწორი სპერმატოზოიდის მიერ. მორფოლოგიის – სპერმატოზოიდის გარეგნობის შეფასება ემბრიოლოგს შეუძლია მიკროსკოპის მიერ გამოსახულების მრავალჯერადი გადიდების გამო. მაგრამ როგორ განვსაზღვროთ მომწიფება? პასუხს თავად ბუნება გვკარნახობს. ითვლება, რომ კვერცხუჯრედის გარსი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელზეც ყველაზე ხშირად რეაგირებენ მხოლოდ მომწიფებული სპერმატოზოიდები დნმ-ის დაზიანების გარეშე. ემბრიოლოგები იყენებენ თასებს, რომლებიც დაფარულია ბიოპოლიმერით ჰიალურონატით. მომწიფებული და გენეტიკურად მაქსიმალურად ჯანმრთელი სპერმატოზოიდები აქტიურად მიისწრაფვიან აღნიშნული ნივთიერებისკენ და თითქოს „ეწებებიან“ მას. შემდგომში ერთ-ერთ ამ უჯრედს ემბრიოლოგი აირჩევს ICSI მეთოდით განაყოფიერებისთვის.