სუროგატული დედობა

IVF სუროგატული დედობით SILK Medical კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მომსახურებაა. ყველა ოჯახის ბუნებრივი სურვილი, რომ გახდნენ ბავშვის მშობლები დღეს გამაგრებულია თანამედროვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესაძლებლობებით.

საქართველოს კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია სუროგატული დედობის მიმართ, რაც ამ ქვეყანას მიმზიდველს ხდის რეპროდუქციული ტურიზმისთვის. ბავშვის მშობლებად რეგისტრაციის უფლება მაშინვე დატოვებულია მშობლებისთვის (პირებისთვის, რომლებმაც დადეს ხელშეკრულება სუროგატულ დედასთან). პროგრამაში ნებადართულია კრიოკონსერვირებული და დონორული მასალის გამოყენება. ერთადერთი შეზღუდვა – ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ წყვილს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება არა ნაკლებ ერთი წლის განმავლობაში. ქორწინება შეიძლება არც იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ერთად ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტებით, მაგალითად, უძრავი ქონების ერთობლივი ფლობა ან რეგისტრაცია ერთ მისამართზე.

შესაძლებელია გენეტიკური მასალის მიღება კლინიკაში SILK Medical ან სხვა IVF კლინიკიდან გადმოტანა.  სახელმწიფო საზღვრები არ წარმოადგენს ხელის შემშლელს სუროგატული დედობის პროგრამისთვის საქართველოში, ბიოლოგიური მასალის ფრთხილი და ოპერატიული მოწოდების წყალობით ნებისმიერი ქვეყნიდან.

კლინიკა მზად არის მთლიანად აიღოს თავის თავზე სუროგატული დედობის პროგრამის გაძღოლა –  დაწყებული სუროგატული დედის მოძიებით და დამთავრებული მისი ორსულობის მართვით, გზადაგზა კი მისი საყოფაცხოვრებო და დოკუმენტური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტით.

საქართველოში სუროგატი დედა შეიძლება გახდეს ქალი:

  • 18-35 წლის ასაკით
  • ვისაც ჰყავს საკუთარი გენეტიკური შვილი
  • წინა ორსულობების და დროული მშობიარობების დადებითი გამოცდილებით
  • რომელსაც არ აქვს მავნე ჩვევები და ფსიქიური დარღვევები
  • ფიზიკურად ჯანმრთელი, რომელმაც გაიარა აუცილებელი გამოკვლევა.

დოკუმენტების მიღება დაბადებულ შვილზე სწრაფი პროცედურაა, რომელსაც სჭირდება არა უმეტეს ერთი დღე. გაფორმებისთვის საჭიროა ხელშეკრულება, რომელიც იდება გენეტიკურ მშობლებს და სუროგატულ დედას შორის, ცნობა IVF კლინიკიდან ემბრიონის გადატანის შესახებ სუროგატულ დედაში და ცნობა სამშობიარო სახლიდან ბავშვის/ბავშვების დაბადების შესახებ.

სუროგატული დედობის პროგრამის შესახებ დეტალების დაზუსტებისთვის ჩაეწერეთ კონსულტაციაზე რეპროდუქტოლოგთან ან კლინიკის მენეჯერთან.