როდესაც საკუთარი კვერცხუჯრედების მიღება რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია, არსებობს დონორის ოოციტების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც წესი, ეს არცთუ მარტივი გადაწყვეტილებაა ოჯახისათვის და ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ოოციტების დონორი ხდება-ხოლმე წყვილისათვის ახლობელი ადამიანი – ნათესავი, ან მეგობარი. თუ ასეთი ახლობელი შეესაბამება დონორობის მოთხოვნებს, ტარდება კვლევა და იწყება სტიმულაციის პროტოკოლი.
აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
მთავარი >
მკურნალობის სრული ციკლი დონორის ნატიური (ახლადმიღებული) ოოციტებით
მკურნალობის სრული ციკლი დონორის ნატიური (ახლადმიღებული) ოოციტებით
მომსახურების საფასური:
11300₾*
*არ არის საჯარო შეთავაზება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მიხედვით




ჩვენებები სრული ციკლისათვის, რომელიც ტარდება საკუთარი დონორის ნატიური ოოციტებით:
დაბალი, ან ნულოვანი ოვარიალური რეზერვი;
საკუთარი უჯრედებით ექსტრაკორპორალური განაყოფიერების წარუმატებელი მცდელობა;
გენეტიკური დაავადებების მატარებლობა.
Include:
- დონორის ფოლიკულოგენეზის სტიმულაციისა და ოვულაციის კონტროლი;
- დონორის ფოლიკულების ტრანსვაგინალური პუნქცია;
- ანესთეზია (ინტრავენური ნარკოზი);
- მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაცია, ან ემბრიონების ერთჯერადი გალღობა პირველ გადატანაზე;
- დონორის ყოფნა დღის სტაციონარში (2 საათამდე);
- სპერმის დამუშავება;
- კვერცხუჯრედის განაყოფიერება;
- ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (15 ოოციტამდე);
- გამეტებისა და ემბრიონების კულტივირება, მათ შორის, პროლონგირებული;
- დამხმარე ჰეთჩინგი;
- ემბრიონების გადატანა პაციენტის საშვილოსნოს ღრუში;
- დღის სტაციონარში ყოფნა გადატანის შემდეგ (30 წუთამდე);
- ემბრიონების კრიოკონსერვაცია და შენახვა (1 თვე, რაოდენობა: 2-მდე);