Выберите город
თბილისი
ბათუმი
+995 322 22 24 42 +995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
თბილისი, უზნაძეს 9

ემბრიოსკოპი

წარმატებული პუნქციისა და კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ იწყება პაციენტისათვის ინვიტრო პროგრამის ყველაზე დახურული ეტაპი – ემბრიონების განვითარება ინკუბატორში. რა ხდება ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, როგორ ვითარდებიან ემბრონები, ყველაფერი კარგად აქვთ? ეს კითხვები მომავალ მშობლებს ძალიან აწუხებთ.

ინვიტრო პროგრამების შედეგების მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტული ამოცანების სიაში შედის. სილკ მდიკალის ინვიტრო განყოფილებაში გამოიყენება უახლესი ინოვაციური მიდგომები რეპროდუქციის სფეროში. ემბრიონების კულტივაციისათვის გამოიყენება EmbryoScope – ბოლო თაობის ინკუბატორი, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მოდულით, კადრების თანამიმდევრული გადაღების სისტემით, რაც ემსახურება ჩასანერგი ებრიონების სწორად შერჩევას.

ემბრიოსკოპის ინვიტრო პროგრამებში გამოყენება საშუალებას იძლევა:
• მნიშვნელოვნად გაიზარდოს საუკეთსო ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის ალბათობა;
• გაიზარდოს წარმატებული იმპლანტაციის (მიმაგრების) შანსები;
• შემცირდეს ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის სიხშირე;

რაში მდგომარეობს ემბრიოსკოპის უპირატესობა ჩვეულებრივი ინკუბატორების წინაშე?
1. ემბრიოსკოპი აღჭურვილია მიკროსკოპითა და time-lapse ფუნქციის მქონე ვიდეოკამერით, ის აწარმოებს კადრების უწყვეტ გადაღებას, რაც მიმდინარეობს ინკუბატორში ემბრიონის განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში. გადაღება საშუალებას იძლევა ხელთ გვქონდეს ემბრიონის მაღალხარისხოვანი გამოსახულებები. ემბრიოლოგი კი EmbryoViewer პროგრამის მეშვეობით მუდმივად აკვირდება ემბრიონების განვითარებას, გამოვლენს პათოლოგიებს და საშვილოსნოში გადასატანად არჩევს საუკეთესოს. ამავდროულად, არ არსებობს აუცილებლობა, რომ ემბრიონი შესაფასებლად ამოღებული იქნას ინკუბატორიდან, განვითარების მთელი პერიოდის განმავლობაში ემბრიონი მოთავსებულია უსაფრთხო გარემოში.

მნიშვნელოვანია: time-lapse გადაღება სრულიად უსაფრთხოა ემბრიონებისათვის.

საინტერესოა: გადაღება მიმდინარეობს 10 წუთიანი ინტერვალებით და შედეგად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ვიდეოფილმი ემბრიონის განვითარების შესახებ განაყოფიერების პირველივე საათებიდან.

2. ემბრიოსკოპი აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით ხელოვნური ინტელექტის, KIDScore ბაზაზე, რათა მოხდეს ემბრიონების შეფასება და შერჩევა. ეს პროცესი ეფუძნება მონაცემთა უმსხვილესი ბაზის ანალიზს ემბრიონების განვითარებისა და გადატანების შესახებ მესამე და მეხუთე დღეს. KIDScore აფასებს ემბრიონებს ქულების შკალით, რომელიც ასახავს თითოეული მათგანის ჩანერგვის პოტენციალს. KIDScore-ს მეშვეობით ემბრიოლოგი იღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ემბრიონი უნდა იქნას გადატანილი. KIDScore-ის ანალოგი კადრების გადაღების სხვა სისტემაში არ არსებობს.

ვისთვისაა განსაკუთრებით საჭირო ემბრიოსკოპი?

ინვიტრო პროგრამებში ემბრიოსკოპის გამოყენება ნაჩვენებია:

• წყვილებისათვის 35 წლის ზემოთ;
• წყვილებისათვის რამდენიმე წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერებით;
• პირებისათვის ორსულობის არაერთი შეწყვეტით ადრეულ ვადებზე;
• პირებისათვის, რომელთაც სასქესო უჯრედების ხარისხი დაბალი აქვთ.

უსაფრთხოება, ეფექტურობა, ინდივიდუალური მიდგომა – სილკ მედიკალის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე აისრულოთ ოცნება ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით. კონსულტაციაზე თქვენ შეძლებთ გაიგოთ კიდევ ბევრი დეტალი ინვიტრო პროგრამის შესახებ ემბრიოსკოპის დახმარებით.

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად




    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ანესთეზიოლოგი
      ასოცირებული პროფესორი
      ემბრიოლოგი
      ენდოკრინოლოგი
      ესთეტიკური გინეკოლოგიის სპეციალისტი
      მეან-გინეკოლოგი
      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
      მთავარი ექიმის მოადგილე
      ნევროლოგი
      ოჯახის ექიმი
      პედიატრი
      პროფესორი
      რეპროდუქტოლოგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      აირჩიეთ მისამართი
      ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
      მე-6 კვარტალი დიღმის 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.





          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა