Выберите город
თბილისი
ბათუმი
+995 322 22 24 42 +995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
საქართველოს, თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
საქართველოს, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
მთავარი >
სერვისები > IVF განყოფილება >
ხელოვნური ინსემინაცია

ხელოვნური ინსემინაცია

სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მისამართები:
  • თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა

საშვილოსნოსშიდა ხელოვნური ინსემინაცია (განაყოფიერება, IUI) არის დამუშავებული და მომზადებული სპერმის შეყვანა უშუალოდ საშვილონოს ღრუში. რეპროდუქციული მედიცინის ყველა მეთოდიდან IUI ყველაზე ახლოს არის ჩასახვასთან, რომელიც ხდება ბუნებრივი გზით. ინსემინაციისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ქალის პარტნიორის სპერმა ან დონორის კრიოკონსერვირებული სპერმა.

IUI-ის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ განაყოფიერებისთვის საუკეთესო დროს, საუკეთესო სპერმატოზოიდები „ექსპრეს-მიწოდებით“ ხვდებიან უშუალოდ საშვილოსნოში, საშოს და ცერვიკალური არხის გვერდის ავლით. IUI მნიშვნელოვნდ ზრდის დაორსულების შანსებს.

ჩვენებები IUI-ის მიმართ:

  • გაურკვეველი გენეზისის უნაყოფობა
  • პარტნიორის სპერმის ხარისხის უმნიშვნელო შემცირება
  • ცერვიკალური ფაქტორი: ნაიარევები საშვილოსნოს ყელზე, ყელის ლორწოს შემადგენლობის დარღვევები
  • ოვულაციის პრობლემები
  • სექსუალური დარღვევები, რეგულარული სქესობრივი აქტების არარსებობა
  • ქალის ალერგია სპერმის ცილებზე
  • დონორის სპერმის გამოყენება ქალებისთვის, ვისაც არ ჰყავთ მამრობითი სქესის პარტნიორი
  • დისკორდანტული წყვილებისთვის

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას აქვს უკუჩვენება, თუ ქალს აღენიშნება შემდეგი:

  • დარღვეული საშვილოსნოს მილების გამავლობა
  • ძალზე თხელი ენდომეტრიუმი
  • არ არის ოვულაცია
  • სახეზეა საშვილოსნოს აგებულების მანკი, რაც ხელს უშლის ნაყოფის მუცლად განვითარებას.

ჩასახვის პრობლემის ყველა შემთხვევა მოითხოვს ინდივიდუალურ, ფრთხილ მიდგომას. კლინიკაში SILK Medical  გამოცდილი ექიმები ჩაატარებენ საგულდაგულო შემოწმებას, რომის შედეგებითაც თქვენ შემოგთავაზებენ ყველაზე ეფექტურ მკურნალობას.

როგორ ტარდება IUI?

პაციენტი ქალი ჯერ გადის გამოკვლევას, რომ გამოირიცხოს უკუჩვენებები IUI-ს მიმართ. მამაკაცი აბარებს სპერმას ანალიზისთვის. IUI-ს დროს დონორის სპერმით, თქვენ წინასწარ ირჩევთ სასურველ დონორს ჩვენი ბანკიდან.

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ტარდება ბუნებრივ ციკლში ან ჰორმონალური სტიმულაციით. ხორციელდება ფოლიკულების მომწიფების ულტრაბგერითი მონიტორინგი. მისი შედეგების მიხედვით ექიმი დანიშნავს პროცედურის დღეს.

მამაკაცი სპერმას აბარებს უშუალოდ IUI-ს წინ. ემბრიოლოგი ამზადებს სპერმას: ცალკე გამოჰყოფს ყველაზე ხარისხიან სპერმატოზოიდებს, წმენდს ნიმუშს ცილებისგან. დონორის სპერმა უნდა გალღვეს.

IUI პროცედურა უმტკივნეულოა და მხოლოდ რამდენიმე წუთს იკავებს. ქალი თავსდება გინეკოლოგიურ სავარძელში. ექიმს შეჰყავს საშოში გინეკოლოგიური სარკე, შემდეგ ცერვიკალური არხის გავლით შეჰყავთ კათეტერი, რომლის საშუალებით სპერმა ხვდება საშვილოსნოს ღრუში. მცირე დასვენების შემდეგ ქალს შეუძლია დაბრუნდეს სახლში.

IUI-ს ეფექტურობა

ტესტი HCG-ß-ზე შეიძლება ჩატარდეს IUI-დან ორი კვირის შემდეგ. შედეგიანობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია ქალის ასაკზე. 35-წლამდე ასაკის ქალებში და სტიმულირებულ ციკლებში ეფექტურობა შეადგენს 15-25% ციკლზე. თუ ინსემინაციის 3 მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ექიმი შემოგთავაზებთ ჩასახვის პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზებს.

გიწვევთ SILK Medical-ში. ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ ინსემინაციის პროცედურას კვალიფიციურად და ფრთხილად, თქვენი შემთხვევის ყველა თავისებურების გათვალისწინებით. ჩვენი გუნდის მუშაობის პრინციპია უზრუნველვყოთ მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობა, ჩვენი პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შენარჩუნებით.

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად



    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ასოცირებული პროფესორი
      ემბრიოლოგი
      ენდოკრინოლოგი
      ესთეტიკური გინეკოლოგიის სპეციალისტი
      მეან-გინეკოლოგი
      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
      მთავარი ექიმის მოადგილე
      ნევროლოგი
      პედიატრი
      პროფესორი
      რეპროდუქტოლოგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      Ოჯახის ექიმი
      აირჩიეთ მისამართი
      ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
      მე-6 კვარტალი დიღმის 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.




          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა