პედიატრია
განსაკუთრებული მიდგომა – ყველაზე პატარა პაციენტების მიმართ.
Eყველა დედა ოცნებობს პირად პედიატრზე, რომელსაც შეიძლება დაუფიქრებლად ანდოს თავისი შვილების ჯანმრთელობა. ამგვარი სპეციალისტის მონახვა დიდი გამართლებაა. SILK Medical კლინიკაში არიან ასეთი სპეციალისტები. ჩვენი პედიატრები აწარმოებენ როგორც პროფილაქტიკურ დათვალიერებას, რომლებიც საჭიროა ბავშვის ზრდის სხვადასხვა ეტაპზე, ასევე კონსულტაციებს ავადმყოფობის დროს.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, პედიატრია ახდენს არა მხოლოდ საბავშვო და საყმაწვილო დაავადებების მკურნალობას. ეს არის მეცნიერება ბავშვის ჯანსაღი და სწორი განვითარების შესახებ, მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად.
სპეციალიზაცია:
- რეგულარული პედიატრიული კონტროლი
- დღენაკლული ჩვილების ზრდის და განვითარების კონტროლი
- ვაქცინოპროფილაქტიკის კალენდარი
- ბავშვის კვების ორგანიზაცია
- რესპირატორული ვირუსული დაავადებების და ინფექციური დაავადებების მკურნალობა
- ალერგიული გამოვლინებების მკურნალობა.
მოცემული სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ ყოფნა აუცილებელია და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ ზომებს განეკუთვნება. გეგმიური დათვალიერებები ინიშნება და ტარდება ასაკის შესაბამისად, სადაც ყურადღება ექცევა პატარა პაციენტების ორგანიზმის განვითარების თავისებურებებს ცხოვრების ყოველ კონკრეტულ პერიოდში.
პედიატრს მიმართავენ არა მხოლოდ გაციებისას ან სხვა უარყოფითი სიმპტომების არსებობის დროს, ის აკვირდება პატარა ადამიანის ჯანმრთელობას მის სრულწლოვანებამდე. სწორედ ამ პერიოდში ხდება გარეგნული ფიზიკური განვითარება, მაგრამ ასევე – ორგანიზმის შიდა სისტემების დიდი ნაწილის ჩამოყალიბებაც, მათ შორის ნერვული სისტემის. ამიტომ ასე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ და, საჭიროების შემთხვევაში, აღვადგინოთ ბავშვის ჯანმრთელობა, რომ მას შეეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თანდაყოლილი პოტენციალი ცხოვრებაში.
ჩივილების და რაიმე სახის ცუდად ყოფნის შემთხვევაში არ უნდა გადავდოთ ვიზიტი ექიმ-პედიატრთან. თუ ბავშვს აქვს ტემპერატურა, ხშირად ტირის, ძილიანობა, გამონაყარი, გულისრევა, ღებინება, ამორწყევა, თხევადი განავალი, ღამის ძილის დარღვევა, კრუნჩხვები, ტოკვა, ხველება და სხვა სიმპტომები, დაყოვნების გარეშე უნდა ჩაეწეროთ სპეციალისტთან მიღებაზე. ასევე უკეთესია ექიმს ანახოთ ბავშვი, თუ ის წაიქცა, მწერებმა ან ცხოველებმა დაკბინეს, ასევე თუ რაიმე ეჭვი არსებობს ბავშვის ჯანმრთელობაში გადახრაზე. ბევრ დაავადებას თავისი სპეციფიკური მიმდინარეობა და სიმპტომები აქვს, დიაგნოზის თვითნებური დასმა ყოველთვის არ ამართლებს და შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
გამოკვლევა და დიაგნოსტიკა
ჩვენი კლინიკის პედიატრები ყოველთვის საგულდაგულოდ აწარმოებენ გამოკვლევას და იყენებენ ინდივიდუალურ მიდგომას ყველა ბავშვის მიმართ. სამი ენის ცოდნა საშუალებას აძლევთ მათ სწრაფად დაამყარონ კონტაქტი პატარა პაციენტებთან და უფრო ზუსტად გაიგონ შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ეს კი საშუალებას იძლევა უფრო შედეგიანად განისაზღვროს შემდგომი გამოკვლევების და მკურნალობის მეთოდები.
პროფესიონალური აპარატურა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მაღალი კლასის სპეციალისტები მაქსიმალური სიზუსტით დასვამენ ნებისმიერი დაავადების დიაგნოზს ჩვენს კლინიკაში და ასევე ჩაატარებენ ნებისმიერი სახის რეაბილიტაციას.
გამოკვლევის შედეგების შეფასების შემდეგ, ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურ თერაპიას ან მიმართავს შემდგომი მკურნალობისთვის დაავადების ტიპის ვიწრო სპეციალისტს.
თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენი კლინიკის ექიმ-პედიატრთან მიღებაზე ტელეფონის საშუალებით ან უკუკავშირის ფორმის შევსებით. ჩვენ შეგირჩევთ ვიზიტის საუკეთესო დროს და სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ შეკითხვაზე.