უროლოგია





შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების მკურნალობა
უროლოგია დაკავებულია ადამიანის შარდსადენი და სასქესო სისტემების შესწავლით, სწავლობს მათ ფიზიოლოგიას და პათოლოგიას. ექიმი-უროლოგი აწარმოებს შარდსასქესო ორგანოების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკას და მკურნალობას. ესენია ურეთრა, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთი, თირკმელები, მამაკაცის სასქესო ორგანოები. უროლოგია დაკავშირებულია მედიცინის ისეთ სფეროებთან, როგორიც არის გინეკოლოგია, ანდროლოგია, ვენეროლოგია, ნეფროლოგია, ქირურგია.
უროლოგიურ დაავადებებს თავისი განვითარების, სიმპტომების და მიმდინარეობის თავისებურებები აქვთ მამაკაცებში, ქალებში, ბავშვებში და ხანშიშესულ ადამიანებში. ამგვარი დამოკიდებულება აიხსნება მათი ორგანიზმების ანატომიურ-ფიზიოლოგიური და ასაკობრივი თავისებურებებით.

სპეციალიზაცია:
- შარდსასქესო სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა
- შარდსასქესო სისტემის ინფექციების მკურნალობა, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა
- მამაკაცის რეპროდუქტიული სისტემის დაავადებების ოპერაციული მკურნალობა
მამაკაცის შარდსასქესო სისტემის პათოლოგიებს შორის უფრო ხშირად გვხდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის ორქიტი და ეპიდიდიმიტი, ურეთრიტი, ბალანოპოსტიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, სასქესო ინფექციები.
ყველაზე გავრცელებული ქალური უროლოგიური დაავადებებია ცისტიტი, ურეთრიტი, სასქესო გზით გადამდები ინფექციები და მათი შედეგები.
ქალებისთვის და მამაკაცებისთვის საერთო დაავადებებს განეკუთვნება შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, შარდსასქესო ორგანოების სიმსივნეები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
შარდსასქესო სისტემის დაავადებების მიშვება, ან არაეფექტურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები: ინფექციის ქრონიკული კერების გაჩენა, იმპოტენცია, უნაყოფობა, თირკმლის გადანერგვის საჭიროება და ლეტალური შედეგიც კი.

სიმპტომები
- მოშარდვის პათოლოგიები (გახშირება ან შეყოვნება)
- ტკივილი წელის ან გენიტალიების არეში
- შარდის ფერის და რაოდენობის შეცვლა
- შეშუპება
- სასქესო ორგანოებში წვის და ქავილის შეგრძნება
- სასქესო ფუნქციის დარღვევა
- პათოლოგიური გამონადენები ურეთრიდან
შეგახსენებთ, რომ მამაკაცებისთვის უროლოგი ისეთივე მნიშვნელოვანი ექიმია, როგორც გინეკოლოგი ქალებისთვის. ამიტომ რეკომენდებულია უროლოგთან ვიზიტი რეგულარულად, მინიმუმ ერთხელ წელიწადში.
უროლოგიურმა დაავადებებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ როგორც მამაკაცების, ასევე ქალების სასქესო ფუნქციაზე. მაგრამ დროული და ადეკვატური მკურნალობა სექსუალური ჯანმრთელობის და ოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების ან აღდგენის საშუალებას იძლევა.
ჩვენს კლინიკას უროლოგიის მაღალი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები აქვს. ჩვენ ვიყენებთ გამოკვლევების ლაბორატორიულ მეთოდებს, ულტრაბგერით და რენტგენულ დიაგნოსტიკას, დიაგნოსტიკის ენდოსკოპიურ, ინსტრუმენტალურ და გაზომვით მეთოდებს და სხვა.
შარდსასქესო სისტემის დაავადებები ეხება ადამიანის ინტიმურ სფეროს, ამიტომ ჩვენი ექიმები მაქსიმალურ დელიკატურობას იჩენენ და მზად არიან პაციენტებს მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ასევე შეინარჩუნონ სრული კონფიდენციალურობა.
უროლოგის კონსულტაცია


პროსტატის მასაჟი
ვარიკოცელე

