ოტორინოლარინგოლოგია





პროფესიონალური მიდგომა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობისადმი
ოტორინოლარინგოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ყელის, ცხვირის და ყურის ფიზიოლოგიას და პათოლოგიებს. ამ ორგანოების პროფილაქტიკით, დიაგნოსტიკით და მკურნალობით დაკავებული არიან ექიმი-ოტორინოლარინგოლოგები.
ყველა ადამიანი ბავშვობიდან აწყდება ყურის, ცხვირის და ყელის დაავადებებს. ყველაზე ხშირად, ამ დაავადებებს იწვევს სხვადასხვა ვირუსები. ეს განპირობებულია ყელ-ყურ-ცხვირის მჭიდრო ურთიერთქმედებით გარემოსთან. როდესაც ჰაერს ვისუნთქავთ, ცხვირს ვიფხანთ, ტუჩებს ვიწმენდთ, ვირუსები პირდაპირ ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში.

სპეციალიზაცია:
- ყელის, ყურის და ცხვირის მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა
- ამბულატორული ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები
- სმენის დარღვევების დიაგნოსტიკა
- მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და ოტიტების მკურნალობა ბავშვებში
ყველაზე ხშირად ცხვირის ღრუს ისეთ დაავადებებს ვაწყდებით, როგორიც არის სინუსიტი, რინიტი, ჰაიმორიტი, ცხვირის ტრავმები, სისხლდენები.
ყურის ყველაზე გავრცელებული დაავადებებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: ოტიტი, ევსტაქიიტი, ტიმპანიტი, ტრავმული ხასიათის დაზიანებები.
თავის მხრივ, ყელს ხშირად ხვდება ისეთი დაავადებები, როგორიც არის ფარინგიტები და ლარინგიტები.
ყელ-ყურ-ცხვირის ყველა დაავადებას თავისი კლინიკური სურათი აქვს.
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ შემდეგი სიმპტომების გამოვლენას:
- თავის მუდმივი ტკივილი
- ლიმფური კვანძების გადიდება
- ყელის ტკივილი
- ყნოსვის დაკარგვა
- ცხვირის გაჭედილობა
- ტკივილი ყურებში
- სმენის გაუარესება
- სხვადასხვა გამონადენი ყურიდან და ცხვირიდან

კომპლექსური მიდგომა
ყელ-ყურ-ცხვირიდან რომელიმეს დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულება მეორეში. ამგვარად, თუნდაც ბანალურმა სურდომ შეიძლება მოახდინოს ოტიტის ან ჰაიმორიტის პროვოცირება. ამიტომ ექიმ-ოტორინოლარინგოლოგის მიერ დანიშნული მკურნალობა ყოველთვის უნდა იყოს კომპლექსური და ეფექტური.
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დიაგნოსტიკის მხოლოდ თანამედროვე მეთოდები. ჩვენი კლინიკის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ჩატარდეს არა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზები, არამედ ცხვირის, ყელის და ყურის ენდოსკოპიური გამოკვლევები, ულტრაბგერითი გამოკვლევა.
აუდიომეტრია

