ენდომეტრიუმის პაიპელ-ბიოფსია
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- თბილისი, უზნაძეს 9
პაიპელ-ბიოფსია არის პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსიდან იღებს უჯრედებს მათი ლაბორატორიული კვლევისთვის. ეს მეთოდი ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების და სხვა პათოლოგიების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირებას.
თბილისში პაიპელ-ბიოფსიის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა SILK Medical-ში.
ჩვენებები
პაიპელ-ბიოფსიის ჩასატარებლად ყველაზე გავრცელებული ჩვენებებია:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა: გაძლიერებული სისხლდენა, ხანგრძლოვობა, არარეგულარული ციკლი ან მისი არ არსებობა.
- ვაგინალური სისხლდენა პოსტმენოპაუზის დროს.
- ანომალიური ვაგინალური სისხლდენა ტამოქსიფენით ან სხვა ჰორმონალური თერაპიის დროს.
- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელება, პათოლოგიური წარმონაქმნები ექოსკოპიის შედეგების მიხედვით.
- პათოლოგიური უჯრედების გამოვლენა პაპ ტესტზე.
მომზადება
გინეკოლოგი გაესაუბრება ქალბატონს წინასწარ, გაარკვევს რა ქრონიკული დაავადებები აწუხებს, რა მედიკამენტებს იღებს, აქვს თუ არა ალერგიული რეაქციები.
პროცედურის წინ ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ მიიღოთ იბუპროფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი -ეს შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ასევე შეიძლება დაინიშნოს მედიკამენტები, რომელიც მოამზადებს საშვილოსნოს ყელს პროცედურისთვის.
როგორ ტარდება პროცედურა?
ყველა მანიპულაციას პაიპელ-ბიოფსიის დროს სჭირდება 5-დან 15 წუთამდე, ისინი ტარდება ამბულატორიულად. ანესთეზია არ არის საჭირო. პროცედურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
- ქალბატონს სთხოვენ გაიხადოს წელს ქვემოთ და დაჯდეს გინეკოლოგიურ სავარძელში.
- საშოში, მის გასახსნელად და საშვილოსნოს ყელის ხედვის უზრუნველსაყოფად შეყავთ სარკეები.
- საშვილოსნოს ყელის გავლით მის ღრუში შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტი თხელი მილის სახით. ამ მილის ბოლოს მდებარეობს ხვრელები, ხოლო შიგნით არის დგუში.
- ექიმი ჭიმავს დგუშს და ვაკუუმის ძალის მოქმედებით ენდომეტრიუმის უჯრედები იწოვება მილში. ამის შემდეგ ისინი იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპის ქვეშ შესასწავლად.
ბიოფსიის შემდეგ
პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ ჩაიცვათ და სახლში წახვიდეთ. 48 საათის განმავლობაში შეიძლება შეგაწუხოთ მცირე ტკივილმა და სპაზმის შეგრძნებამ – მათი მოხსნა შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებით. რამდენიმე დღე უნდა დაიცვათ რეკომენდაციები:
- გინეკოლოგიური საფენების გამოყენება;
- არ გამოიყენოთ ტამპონები;
- თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან;
- მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, აბაზანის მიღებას, აუზით სარგებლობას
.
კლინიკა SILK Medical თბილისში ყველა დიაგნოსტიურ პროცედურას ატარებენ გამოცდილი სპეციალისტები. კვლევის შედეგების მიხედვით, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მიიღოთ რჩევა მაღალკვალიფიციური გინეკოლოგისგან, რომელიც დაგინიშნავთ ეფექტურ მკურნალობას.