20% ფასდაკლება ბიორევიტალიზაციაზე
ბიორევიტალიზაცია – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ჰიალურონის მჟავის ბაზაზე დამზადებული პრეპარატების კანქვეშ შეყვანა წერტილოვანი მეთოდით. ეს იდეალური საზაფხულო გადაწყვეტილებაა კანის დატენიანებისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვისათვის. პროცედურა ეხმარება კანს გაჯანსაღებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში, კერძოდ:
ათანაბრებს სახის ელფერს;
ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს ჰიალურონის მჟავის მეშვეობით;
აქრობს წვრილ ნოჭებსა და ჩაღრმავებებს;
ამცირებს პიგმენტაციასა და კუპეროზს;
აბრუნებს კანის ბზივარებას შიგნიდან.
განსაკუთრებული მომზადება პროცედურამდე საჭირო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ შემდეგი:
თუ თქვენ გაქვთ ანთებითი, ან ინფექციური დაავადება, განსაკუთრებით ჰერპესი, ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებული არ არის.
თავი უნდა აარიდოთ ასპირინის მიღებას პროცედურის წინა პერიოდში, რათა არ დაიწყოს შესაძლო სისხლდენა.
თვითონ პროცედურა მიმდინარეობს შემდეგნაირად:
თქვენი ექიმი ატარებს კონსულტაციას, რომელზეც დადგინდება ჩვენებები და უკუჩვენებები, ამოვარჩევთ აუცილებელ პრეპარატს და განვსაზღვრავთ პროცედურის კურსს.
20 წუთის განმავლობაში ტარდება ადგილობრივი ანესთეზია.
თვითონ პროცედურა გრძელდება 15-20 წუთი.
შესაძლებელია, დარჩეს პატარა ჩალურჯებები და არც ისე დიდი პოპულები (ამობურცულები) იქიდან გამომდინარე, თუ რა პრეპარატი იქნა გამოყენებული. როგორც წესი, ყოველგვარი კვალი რამდენიმე დღის განმავლობაში ქრება.
პროცედურის მომდევნო დღეს თავი აარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და არ გამოიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკა. ასევე, რეკომენდებულია, რამდენიმე დღის განმავლობაშითავი შეიკაოთ აბანოსა და საუნაში ვიზიტისაგან.
ბიორევიტალიზაციის პროცედურას ჩვენთან ატარებენ კვალიფიციური დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები – ნინო ღვინიაშვილი და პოლინა შაპორევა.
და ყველაზე საინტერესო! მხოლოდ ზაფხულის ბოლომდე – 31 აგვისტოს ჩათვლით – ნებისმიერი პრეპარატით ჩატარებულ ბიორევიტალიზაციაზე ფასი დავწიეთ 20%-ით.
იჩქარეთ და არ გადადოთ საკუთარ კანზე ზრუნვა. მიენდეთ პროფესიონალებს და უკვე ჩაეწერეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე ტელეფონით: +995322222442, ასევე ჩვენს საიტზე, ან ჩატების მეშვეობით.