დონორის ნატიური (ახლადაღებული) ოოციტები გამოიყენება პაციენტის მოთხოვნით. დონორი შეირჩევა ბაზიდან, მიმდინარეობს სტიმულაცია, აღებული უჯრედები მაშინვე განაყოფიერდება პარტნიორის სპერმით. შესაძლებელია დონორისა და პაციენტის მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაციაც, რათა მათი ოვულაციისა და ,,საიმპლანტაციო ფანჯრის“ პერიოდები ერთმანეთს დაემთხვას. ამ შემთხვევაში ემბრიონები გადაიტანება იმავე ციკლში. ჩვენებების მიხედვით ხდება პროტოკოლის სეგმენტაცია.
პროგრამის ფარგლებში განაყოფიერებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას დონორის 15-მდე კვერცხუჯრედი და გაიზარდოს ორსულობის შანსი.