დღეს დონორის გენეტიკური მასალების გამოყენებით ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროგრამების 10-15% ტარდება.
დონორის ვიტრიფიცირებული (გაყინული) ოოციტები ინახება ,,სილკ მედიკალის“ კრიობანში. უჯრედები უკვე მზადაა – ეს ხომ ძალიან მოსახერხებელია. ვიტრიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, საგრძნობლად დაწიოს კვერცხუჯრედის დაზიანების რისკი გაყინვისა და გალღობის დროს. პარტნიორის სპერმის მეშვეობით განაყოფიერებით მიღებული ემბრიონები შესაძლებელია კრიოკონსერვირდეს მანამდე, სანამ მომავალი დედა გადის მომზადებას კრიოგადატანისათვის.