შაკიკის მკურნალობა პრეპარატით ირინექსი
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
შაკიკი საკმაოდ გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. იგი ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით, მისი „სავიზიტო ბარათი“ არის თავის ტკივილი ერთ მხარეს. შეტევები შეიძლება იყოს ძალიან ხშირი და მტკივნეული, გირღვევდეთ ცხოვრების ხარისხს.
შაკიკის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკა. ბოლო წლებში ასეთი პაციენტების ნერვულ სისტემაში მომხდარი ბიოქიმიური ცვლილებები საკმაოდ კარგად იქნა შესწავლილი, რამაც მკურნალობისთვის ახალი პრეპატების შექმნის საშუალება მოგვცა. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა პრეპარატი ირინექსი. იგი გამოიყენება შაკიკის პროფილაქტიკისთვის ზრდასრულ პაციენტებთან, ვისაც შაკიკის სიმპტომები აწუხებთ თვეში 4 და მეტი დღის განმავლობაში. შაკიკის მკურნალობა პრეპარატით ირინექსი შესაძლებელია თბილისში SILK Medical საოჯახო მედიცინის კლინიკაში.
როგორ მოქმედებს აირინექსი?
ნერვულ სისტემაში არის ნეიროპეპტიდი (ასე უწოდებენ ცილების განსაკუთრებულ ნაირსახეობას), რომელსაც ეწოდება კალციტონინის გენ-დაკავშირებული პეპტიდური რეცეპტორი (CGRP). ის არეგულირებს ტკივილის ნერვული იმპულსების გადაცემას და აფართოებს სისხლძარღვებს. აღმოჩნდა, რომ ეს კავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თავის ტკივილის განვითარებაში: შეტევების დროს მისი დონე მატულობს და დასასრულს უბრუნდება ნორმას. როდესაც ექსპერიმენტების დროს ადამიანებისთვის ინტრავენურად შეყავდათ CGRP , მათ უნვითარდებოდათ შაკიკის მსგავსი თავის ტკივილი.
ირინექსი არის პრეპარატ ერენუმაბის საფირმო დასახელება, რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულს. სტრუქტურულად ეს არის თითქმის იგივე ანტისხეული, როგორცაა ისინი რომელიც გვიცავს ინფექციებისგან, მაგრამ ის მიმართულია არა მიკრობების, არამედ CGRP-ის წინააღმდეგ. ირინექსი უკავშირდება ნეიროპეპტიდს და ხელს უშლის შაკიკის შეტევების გამოწვევას. ეს ეფექტი დადასტურებულია კლინიკურ კვლევებში.
როგორ გამოიყენება პრეპარატი?
ირინექსი განკუთვნილია არა არსებული თავის ტკივილის შესამსუბუქებლად, არამედ შაკიკის ახალი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.
პრეპარატი გამოიშვება კანქვეშა საინექციო ხსნარის სახით. მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 12 თვემდე. ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს 3 თვის შემდეგ. მაგრამ მაშინაც კი, თუ მკურნალობამ შედეგი მალევე გამოიღო და შეტევები შეჩერდა, მაინც უნდა გაიაროთ სრული კურსი. კლინიკა SILK Medical-ში ამის გაკეთება შესაძლებელია გამოცდილი ექიმი-სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ნევროლოგები თბილისში ჩაატარებენ გამოკვლევებს, დააზუსტებენ დიაგნოზს, დანიშნავენ ერენუმაბის მიღების ოპტიმალურ დოზას და რეჟიმს.