აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
+995 322 22 24 42 +995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
მთავარი >
აუდიომეტრია

აუდიომეტრია

სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მისამართები:
  • თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62

50 წელზე უფროსი ადამიანების დაახლოებით 25%-ს და 80 წელზე უფროსი ადამიანების დაახლოებით ნახევარს აწუხებს სმენის დაქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ სმენის დაქვეითება ძირითად ხდება ასაკთან ერთად, ეს პრობლემა შეიძლება შეეხოს ნებისმიერი ადამიანს, ბავშვსაც კი. თუ შეატყვეთ, რომ უფრო ცუდად გესმით, ვიდრე წინათ, არ გადადოთ ვიზიტი სპეციალისტთან. Silk Medical კლინიკის გამოცდილი ოტორინოლარინგოლოგები ჩაატარებენ სმენის შემოწმებას მაღალინფორმატიული ტექნოლოგიის – აუდიომეტრიის საშუალებით.

შესაძლოა, გაქვთ სმენის პრობლემები, თუ:

  • ვიდეოს ყურების ან მუსიკის მოსმენის დროს მაღლა უწევთ ხმას
  • ხშირად კარგავთ საუბრის ძაფს, რადგან ცუდად გესმით თანამოსაუბრის
  • ცდილობთ ტუჩების მოძრაობით გამოიცნოთ სიტყვები
  • რთულად აღიქვამთ ლაპარაკს ხმაურის ფონზე
  • ცუდად გესმით თანამოსაუბრის ხმა ტელეფონში

აუდიომეტრია არის სმენის სიმახვილის შემოწმება და სხვადასხვა სიმაღლის ბგერითი ტალღების მიმართ სმენითი მგრძნობელობის დიაგნოსტიკა.

აუდიომეტრიის ჩატარების ჩვენებებს შორის შეიძლება დასახელდეს შემდეგი:

  • სმენის დაქვეითება
  • ხმაური ყურებში
  • ყურების ქრონიკული დაავადებები
  • ქალა-ტვინის ტრავმა
  • სასმენი აპარატის არჩევა
  • ხმამაღალი ბგერების რეგულარული ზემოქმედება
  • ყურის დაფის აპკის გახევა
  • მემკვიდრეობითობა, თანდაყოლილი დეფექტები

აუდიომეტრია ჩვენს კლინიკაში არის უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას. ჩვენ ვატარებთ გამოკვლევებს ექსპერტული დონის აუდიომეტრის BELL (Inventis, იტალია) გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა, დიაგნოსტიკა ჩატარდეს სწრაფად და მაღალი სიზუსტით. აპარატის გამოყენებით შესაძლებელია განისაზღვროს როგორც საჰაერო გამტარობა, ანუ მთელი სასმენი ტრაქტის მუშაობა, ასევე ძვლოვანი გამტარობა ანუ შიდა ყურის ფუნქციონირება.

პროცედურა ტარდება კაბინეტში კარგი ბგერაიზოლაციით. სმენადობის ზღურბლის განსაზღვრისთვის, ექიმი შემოგთავაზებთ მოისმინოთ გარკვეული სიხშირის და ინტენსიობის ბგერები. ძვლოვანი გამტარობის შესაფასებლად გამოიყენება სპეციალური სენსორები, რომლებიც გადასცემენ ვიბრაციას. როდესაც გაიგონებთ ხმას ან იგრძნობთ ვიბრაციას, უნდა დააჭიროთ ღილაკს.

ჩატარებული დიაგნოსტიკის საფუძველზე ოტორინოლარინგოლოგი დასვამს დიაგნოზს და შეარჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას. სმენის პრობლემების დროული გამოვლენა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სმენის დაქვეითება და დაიბრუნოთ ცხოვრების მაღალი ხარისხი. გელოდებით მიღებაზე!

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად




    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ანესთეზიოლოგი
      ემბრიოლოგი
      ენდოკრინოლოგი
      ზოგადი პრაქტიკოსი
      მეან-გინეკოლოგი
      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
      მთავარი ექიმის მოადგილე
      ნევროლოგი
      ოჯახის ექიმი
      პროფესორი
      რეპროდუქტოლოგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      მე-6 კვარტალი დიღმის 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.





          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა