პროსტატის მასაჟი
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
- თბილისი, უზნაძეს 9
პროსტატის მასაჟი – პროცედურა, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე ახდენს დადებით გავლენას:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პროსტატის ჯირკვალში;
- აუმჯობესებს პროსტატის სეკრეციას;
- ბაქტერიული პროსტატიტის დროს აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევას პროსტტაის ზედაპირში
- აუმჯობესებს ჯირკვლის ფუნქციას
ჩვენებები
პროცედურის ჩატარება სხვადასხვა მიზნით შეიძლება:
- სამკურნალო. პროცედურა ტარდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიც არიან:
- პროსტატის პათოლოგიის შედეგად განვითარებული ერექციული დისფუნქცია;
- სქესობრივი დისფუნქცია, შემცირებული სქესობრივი აქტივობა;
- ბაქტერიული პროსტატიტი, როცა ანტიბაქტერიული პრეპარატები საკმარისად ეფექტური არ არის;
- ასიმპტომური პროსტატიტი;
- მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი.
- პროფილაქტიკური. მაგალითად, როდესაც მამაკაცს აქვს პროსტატიტისადმი გენეტიკური მიდრეკილება
- დიაგნოსტიკური. პროსტატის მასაჟი გვეხმარება კვლევისათვის სითხის შეგროვებაში.
როგორ ტარდება პროცედურა?
მასაჟი ტარდება საჩვენებელი თითით სწორმაწლავის კედლის გავლით. ამ დროს პაციენტი დგანს ოთხზე და ეყრდნობა საკაცის ზედაპირს იდაყვებითა და მუხლებით. ექიმი იცვამს ხელთათმანებს, თითზე ისვამს ლუბრიკანტს და ჰყოფს მას 4-5 სმ-ის სიღრმეში. საშუალოდ, პროცედურა გრძელდება 5 წთ. კურსი, როგორც წესი, 10-15 პროცედურისგან შედგება, რომლებსაც ატარებენ 2-3 დღის შუალედით.
კლინიკა SILK Medical-ში პროსტატის მასაჟს აკეთებენ გამოცდილი სპეციალისტები. წინასწარ კონსულტაციას ექიმი უროლოგი ანდროლოგი ატარებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს გარკვეული უკუჩვენებები. ექიმი ყურადღებით აფასებს პაციენტის მდგომარეობას და ნიშნავს პროცედურების ოპტიმალურ კურსს.