აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
თბილისი, მოსაშვილი
ბათუმი, ასათიანი
ბათუმი, გორგასალი
+995 322 22 24 42+995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
თბილისი, დიღმის მე-6 კვარტალი, 5ა
მთავარი >
სერვისები > ბავშვებისთვის > Педиатрия >
პედიატრის კონსულტაცია

პედიატრის კონსულტაცია

სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მისამართები:
  • თბილისი, დიღმის მე-6 კვარტალი, 5ა
  • თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
  • თბილისი, უზნაძის ქუჩა, 9
  • ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ., 43/45

SILK Medical სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ზრუნავს ბავშვის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამ პერიოდშია უმნიშვნელოვანესი კვალიფიციური დახმარება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში, ასევე, ძილის რეჟიმისა და ბავშვის კვების დროული კორექცია. გამოცდილი პედიატრების პროფესიონალური დახმარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ახალშობილებში ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, არამედ მათ თავიდან აცილებას მომავალში.

კლინიკა SILK Medical‑ის პედიატრები იზრუნებენ სრულ დიაგნოსტიკაზე, ზუსტი დიაგნოზის დასმასა და ბავშვის ნებისმიერი სახის დაავადების პროფილაქტიკასა თუ მკურნალობაზე. ჩვენი სპეციალისტები ატარებენ ბავშვების სავალდებულო დისპანსერულ გამოკვლევებსა და შემდეგი დაავადებების დიაგნოსტირებასა თუ მკურნალობას:

  • ალერგიული რეაქციები
  • გაციება და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
  • ბავშვთა ინფექციური დაავადებები
  • დისბაქტერიოზი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

 

SILK Medical განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „ხშირად ავად მყოფი“ ბავშვების მკურნალობას. ეს პრობლემა კარგად ცნობილია სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვების მშობლებისთვის. საბავშვო ბაღსა და სკოლაში ბავშვები გამუდმებით აინფიცირებენ ერთმანეთს ვირუსული თუ ინფექციური დაავადებებით, რის გამოც მათი იმუნური სისტემა ექვემდებარება ძლიერ ზემოქმედებას და სუსტდება მთელი რიგი დაავადებების გამო. ექიმის ამოცანაა არა მხოლოდ ეფექტური მკურნალობის დანიშვნა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება, არამედ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ბავშვის მდგომარეობის დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების რეკომენდება. 

ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ახალგაზრდა პაციენტისადმი და მათთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ, რადგან ბევრ ბავშვს, ტრავმატული გამოცდილების გამო, ეშინია „თეთრხალათიანების“. 

პედიატრიული განყოფილების ფარგლებში შესაძლებელია ბავშვების ვაქცინაცია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე, პროფილაქტიკური და თერაპიული მასაჟის კურსების გავლა. 

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ გამოკვლევებს ბავშვებისთვის — ყოვლისმომცველი პაკეტები დაგეხმარებათ, სწრაფად და ეფექტურად შეაფასოთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

 

ჩაეწერეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე




    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ბავშვთა ქირურგი
      დერმატოვენეროლოგი
      ზოგადი პრაქტიკოსი
      ორთოპედი ტრავმატოლოგი
      ოტორინოლარინგოლოგი
      ოფთალმოლოგი
      პედიატრი
      პედიატრი კარდიოლოგი
      პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      უროლოგი
      უროლოგი-ანდროლოგი
      ქირურგი
      თბილისი, დიღმის მე-6 კვარტალი, 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.





          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა