აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
თბილისი, მოსაშვილი
ბათუმი, ასათიანი
ბათუმი, გორგასალი
+995 322 22 24 42+995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
თბილისი, დიღმის მე-6 კვარტალი, 5ა

მუდმივი გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ: როდის არის საჭირო გასტროსკოპია

гастроскопияВрач проводит гастроскопию пациенту в клинике SILK Medical
გულძმარვა საკვების მიღების შემდეგ, გულისრევის შეგრძნება, მჟავე გემო პირში ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში - არის სიმპტომები, რომელთა იგნორირებასაც ბევრი ადამიანი თვეების განმავლობაში ცდილობს. ზოგი ამას სტრესს, არასწორ კვებას ან „ჩვეულებრივ გასტრიტს" აბრალებს, ზოგი კი მუდმივად იღებს წამლებს, რომლებიც მდგომარეობას მხოლოდ დროებით ამსუბუქებს.

თუმცა, თუ უსიამოვნო შეგრძნებები რეგულარულად მეორდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომების მოხსნა, არამედ მათი მიზეზის გარკვევაც. კუჭისა და საყლაპავის ზოგიერთი დაავადება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში თითქმის შეუმჩნევლად ვითარდებოდეს და დროთა განმავლობაში გართულებებამდე მიიყვანოს.

გასტროსკოპია – კუჭისა და საყლაპავის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული კვლევაა. გამოკვლევის დროს ექიმს შეუძლია შეაფასოს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა, გამოავლინოს გასტრიტი, წყლული, ეროზიები, ანთება, რეფლუქსის ნიშნები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებები ადრეულ ეტაპზე. მოდით გავარკვიოთ, რომელი სიმპტომების დროს არ ღირს გასტროსკოპიის გადადება.

რომელი სიმპტომების არსებობისას ინიშნება გასტროსკოპია

ბევრი პაციენტი დარწმუნებულია, რომ გასტროსკოპიას მხოლოდ ძლიერი ტკივილის დროს იკეთებენ. სინამდვილეში, გამოკვლევის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი სიმპტომებიც, რომლებსაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში სტრესის, არასწორი კვების ან ქრონიკული გასტრიტის შედეგებად მიიჩნევს.

გასტროენტეროლოგთან მიმართვა და კუჭის შემოწმება ღირს, თუ გაქვთ:

  • მუდმივი გულძმარვა.
  • სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ.
  • შეგრძნება, თითქოს საკვები კუჭში „ჩერდება”.
  • ტკივილი ან წვა მუცლის ზედა ნაწილში.
  • გულისრევა ჭამის შემდეგ.
  • ხშირი ბოყინი.
  • შებერილობა.
  • მჟავე ან მწარე გემო პირში.
  • უსიამოვნო სუნი პირიდან.
  • მადის დაქვეითება.
  • ყელში „ბურთულის” შეგრძნება.
  • დისკომფორტი ყლაპვის დროს.

როდის არ შეიძლება გასტროსკოპიის გადადება

ზოგჯერ კუჭის პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ პერიოდული დისკომფორტით ვლინდება. თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა.

საყურადღებო ნიშნებს მიეკუთვნება:

  • სისხლიანი ღებინება.
  • შავი ფერის განავალი.
  • წონის მკვეთრი კლება მიზეზის გარეშე.
  • ყლაპვის გაძნელება.
  • მუდმივი ღებინება.
  • ძლიერი სისუსტე და ანემია.
  • გამოხატული ტკივილი კუჭის არეში.

რას აჩვენებს გასტროსკოპია

გასტროსკოპიის დროს ექიმი თხელი ენდოსკოპის საშუალებით, რომელსაც კამერა აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებს ათვალიერებს. კუჭის კვლევა საშუალებას იძლევა დეტალურად შეფასდეს ლორწოვანი გარსის მდგომარეობა და გამოვლინდეს ისეთი ცვლილებები, რომელთა დანახვაც ულტრაბგერითი კვლევით შეუძლებელია.

გასტროსკოპია გვეხმარება გამოვაცლინოთ:

  • გასტრიტი.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  • ეროზიები.
  • პოლიპები.
  • საყლაპავის ანთება.
  • GERD-ის (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების) ნიშნები.
  • Helicobacter pylori-ის ინფექცია.
  • ახალწარმონაქმნები.

საჭიროების შემთხვევაში, გასტროსკოპიის დროს ექიმს შეუძლია აიღოს მასალა ანალიზისთვის ან ჩაატაროს დამატებითი დიაგნოსტიკური პროცედურები.

შესაძლებელია თუ არა გასტროსკოპიის სხვა გამოკვლევებით ჩანაცვლება

პაციენტები ხშირად კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა გასტროსკოპიის გარეშე გამოკვლევა და მისი ჩანაცვლება ულტრაბგერითი კვლევით ან ანალიზებით.

ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული გამოკვლევები ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში, თუმცა ისინი ვერ იძლევა საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დეტალურად დათვალიერების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, გასტროსკოპია დღემდე რჩება საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილის დაავადებების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდად.

თუ ექიმი გასტეოსკოპიის ჩატარებას გირჩევთ, ეს, როგორც წესი, დაკავშირებულია სიმპტომების მიზეზის ზუსტად დადგენისა და სერიოზული დაავადებების გამორიცხვის აუცილებლობასთან.

მტკივნეულია თუ არა გასტროსკოპიის ჩატარება

ბევრი პაციენტი გამოკვლევას სწორედ უსიამოვნო შეგრძნებების შიშის გამო არ იტარებს. თუმცა თანამედროვე მეთოდები გასტროსკოპიის ჩატარებას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის, ვიდრე ადრე იყო.

SILK Medical-ში გასტროსკოპიის ჩატარება შესაძლებელია ძილში — მედიკამენტოზური სედაციის გამოყენებით. ეს არ არის სრული ნარკოზი, არამედ ზედაპირული, მშვიდი ძილის მდგომარეობა, რომლის დროსაც პაციენტი მოდუნებულია, არ განიცდის დისკომფორტს და პროცედურა არ ამახსოვრდება.

გამოკვლევის შემდეგ პაციენტები, როგორც წესი, სწრაფად იღვიძებენ და თავს კარგად გრძნობენ. მედიკამენტოზური სედაცია ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და გასტროსკოპიის მაქსიმალურად კომფორტულად ჩატარებას, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გამოხატული ღებინების რეფლექსი ან გამოკვლევის შიში აქვთ.

SILK Medical-ში გვესმის, რომ ბევრი პაციენტი გამოკვლევას სწორედ შიშისა და უსიამოვნო მოლოდინის გამო არ იტარებს. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არა მხოლოდ დიაგნოსტიკის სიზუსტეს, არამედ პაციენტის კომფორტსაც: მშვიდი გარემო, დელიკატური მიდგომა და ყურადღებიანი თანმხლება პროცედურის ზედმეტი სტრესის გარეშე ჩატარებაში გვეხმარება.

როგორ მოვემზადოთ გასტროსკოპიისთვის

ჩვეულებრივ, გასტროსკოპია ტარდება უზმოზე. კვლევამდე 8–10 საათით ადრე რეკომენდებულია საკვების მიღებისგან თავის შეკავება, ხოლო ზუსტი ინსტრუქციები პაციენტს წინასწარ ეძლევა ექიმისგან.

გამოკვლევამდე მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ, თუ რა მედიკამენტებს იღებთ, გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადებები და თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები.

გასტროსკოპიაზე ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა წყლის დალევა გასტროსკოპიამდე?

როგორც წესი, მცირე რაოდენობით წყლის მიღება დასაშვებია პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე, თუმცა ზუსტი რეკომენდაციები დამოკიდებულია გამოკვლევის დროზე.

რამდენ ხანს გრძელდება გასტროსკოპია?

საშუალოდ კვლევა გრძელდება 5-10 წუთი.

შესაძლებელია თუ არა გასტრიტის დიაგნოსტირება გასტროსკოპიის გარეშე?

დაავადებაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია სიმპტომებითა და ანალიზებით, თუმცა კუჭის ლორწოვანი გარსის ზუსტ შეფასებას სწორედ გასტროსკოპია უზრუნველყოფს.

როდის ღირს გასტროსკოპიაზე ჩაწერა

რეგულარული გულძმარვა, სიმძიმე ჭამის შემდეგ, გულისრევა ან დისკომფორტი კუჭის არეში — ეს ის სიმპტომებია, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ. დროული დიაგნოსტიკა ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და გართულებების თავიდან აცილებას.

SILK Medical-ში შესაძლებელია გასტროსკოპიის ჩატარება მშვიდ და კომფორტულ გარემოში, მათ შორის „ძილში” — მედიკამენტოზური სედაციის გამოყენებით.

ამჟამად კლინიკაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება:

  • გასტროსკოპია — 180 ლარი 250 ლარის ნაცვლად.
  • გასტროსკოპია „ძილში” — 225 ლარი 315 ლარის ნაცვლად.
გაზიარება:

ჩაეწერეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე




    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
      ბავშვთა ქირურგი
      დიეტოლოგი
      ემბრიოლოგი
      ზოგადი პრაქტიკოსი
      ოტორინოლარინგოლოგი
      პედიატრი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      ფსიქოლოგი
      ქირურგი
      თბილისი, დიღმის მე-6 კვარტალი, 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.





          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა