აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ნევროლოგია
მზრუნველი და პერსონალიზებული მიდგომა ქალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
15 IVF პროგრამა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები მკურნალობის ეფექტურობისთვის
რეპროდუქციის სფეროში წამყვანი ექსპერტების საერთაშორისო გუნდი
თანამედროვე უახლესი აპარატურა და ლაბორატორიები და საოპერაციო ოთახები
მიმართულების შესახებ
სერვისები
ექიმები (2)
სტატიები (0)
დაკავშირებული მიმართულებები
მიმართულების შესახებ
ნევროლოგიური დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში.
ნევროლოგები არკვევენ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებების მიზეზებს და ლოკალიზაციას, აფასებენ ავადმყოფობის სიმპტომებს, არჩევენ დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასწავლიან როგორც თავად ნევროლოგიური დარღვევების, ასევე ნერვული სისტემების სხვა დაავადებების პროფილაქტიკას.
სპეციალიზაცია:
- ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის
- პაციენტების მართვა თავის პირველადი ტკივილით, მათ შორის ქრონიკული (შაკიკი, აბუზუსის თავის ტკივილი, დაძაბულობის თავის ტკივილები და სხვა)
- ზურგში, კისერში, სახეში სხვადასხვა ტკივილების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- პაციენტების კონსულტირება ქრონიკული დაავადებებით, რომლებსაც აქვთ ამ დაავადებების ნევროლოგიური გართულებები ან მათი განვითარების რისკი
- ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, გაფანტული სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის, ეპილეფსიის, პარკინსონის დაავადების, დისტონიების პირველადი დიაგნოსტიკა
- მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტიკა
- დემენციის, თავბრუსხვევის, ძილის დარღვევის, მონო- და პოლინევროპათიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- მოუსვენარი ფეხების სინდრომის მკურნალობა
თერაპიული მეთოდის შერჩევისას, სპეციალისტი ითვალისწინებს დაავადების სიმძიმეს, მისი მიმდინარეობის ხასიათს, პაციენტის ასაკს, თანმხლები დაავადებების არსებობას ან არარსებობას, ასევე მუდმივად მიღებულ პრეპარატებს.
SILK Medical-ში ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საერთაშორისო რეკომენდაციების და მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების შესაბამისად. პროფესიული უნარ-ჩვევების მუდმივი ამაღლება, მონაწილეობა სხვადასხვა კონფერენციებში საშუალებას აძლევს ჩვენს სპეციალისტებს იყვნენ ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდების საქმის კურსში.
ნევროლოგიური სიმპტომები:
ნევროლოგთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს შემდეგი სიმპტომები:
- დიდხანს შენარჩუნებული და ხშირად წარმოქმნილი თავის ტკივილი სხვადასხვა ხასიათით და ლოკალიზაციით
- გულის წასვლის და გულის წასვლის წინარე მდგომარეობები
- ხმაური ყურებში და თავში
- ძილის დარღვევა
- თავბრუსხვევა
- სიარულის არამყარი მანერა
- კოორდინაციის დარღვევა
- მეხსიერების დარღვევა
- კრუნჩხვები
- მეტყველების დარღვევა
- კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა ან სრული დაკარგვა
- ტკივილები ზურგის არეში, კისერში
- კუნთების სისუსტე
- რეგულარული არასასიამოვნო შეგრძნებები ფეხებში, რაც ხელს უშლის ნორმალურად დაძინებას
- ტკივილები სახის არეში
- კიდურების ან თავის და სხვ. კანკალი (ტრემორი)
სერვისები
პარავერტებერალური ბლოკადა
პარავერტებრული ბლოკადა ტარდება ხერხემლის არეში ტკივილის სინდრომის ინტენსიობის მოხსნის ან შემცირების მიზნით.
კისრის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია
კისრის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ეს არის მარტივი, ინფორმატიული და უსაფრთხო დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც აფასებს თავის ტვინის მომწოდებელი სისხლძარღვების სტრუქტურასა და ფუნქციას.
ექიმები (2)
სტატიები (0)
დაკავშირებული მიმართულებები
Консультация гинеколога
Гинеколог занимается диагностикой, лечением и профилактикой заболеваний женских половых органов.
Წაიკითხე მეტი
Программы ЭКО
Некоторые пары сталкиваются с множеством проблем, мешающим им зачать малыша.
Წაიკითხე მეტი
Гистероскопия
Гистероскопия – современный малоинвазивный метод диагностики заболеваний полости матки.
Წაიკითხე მეტი
Консультация гинеколога
Гинеколог занимается диагностикой, лечением и профилактикой заболеваний женских половых органов.
Წაიკითხე მეტი
Программы ЭКО
Некоторые пары сталкиваются с множеством проблем, мешающим им зачать малыша.
Წაიკითხე მეტი