ენები
- ქართული
- რუსული
- ინგლისური
განათლება და სპეციალიზაცია
- 2014–2020 — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული ექიმი
- 2021–2025 — ყურის, ცხვირისა და ყელის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკა, რეზიდენტურა სპეციალობით „ოტორინოლარინგოლოგია”
ლიცენზიები და სერტიფიკატები
- ლიცენზია №029308 სპეციალობით „ოტორინოლარინგოლოგია”
სამუშაო გამოცდილება
- 2018 — აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება, ქირურგის ასისტენტი
- 2019–2020 — წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო, ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება, ქირურგის ასისტენტი
- 2020–2023 — კლინიკა „Enmedici”, ენდოკრინოლოგიური განყოფილება, უმცროსი ექიმი / ქირურგის ასისტენტი
- 2023 — დღემდე — კლინიკა „Status Tofuria”, უმცროსი ოტორინოლარინგოლოგი
კვალიფიკაციის ამაღლება
- 2017 — ტრენინგ-კურსი ქირურგიულ განყოფილებაში, ხარკოვის სამედიცინო აკადემია, უკრაინა
- 2020 — კურსი „ბიოფსიქოსოციალური მიდგომა ჯანდაცვაში”, ორგანიზაცია „Alternative Georgia”, თბილისი
- 2023 — სემინარი „რობოტული ქირურგიისა და სხივური თერაპიის როლი კიბოს მკურნალობაში”
ატარებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას
- ყურის, ყელისა და ცხვირის დაავადებების დიაგნოსტიკა მოზრდილებსა და ბავშვებში
- ოტოსკოპია, რინოსკოპია, ფარინგოსკოპია
- გოგირდის საცობების მოცილება
- უცხო სხეულების ამოღება გარე სასმენი მილიდან და ცხვირის ღრუდან
- ყურის ტუალეტი გარე და შუა ოტიტის დროს
- ცხვირის ღრუს გამორეცხვა და ლორწოვანის დამუშავება სამკურნალო ხსნარებით
- ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის ნაცხის აღება
- ნაკერების მოხსნა ყელისა, ყურებისა და ცხვირის-ოპერაციების შემდეგ
- მცირე ამბულატორიული პროცედურები
- ზედა ყბის წიაღების ენდოსკოპიური ქირურგია
- ცხვირის პოლიპოტომია
- ცხვირის ძგიდის ლორწოვანქვედა რეზექცია
- რინოსეპტოპლასტიკა (ცხვირის ძგიდის დეფორმაციის კორექცია)