ემბრიონების გადატანა შეიძლება მოხდეს „ცოცხალ“ ციკლში პუნქციის შემდეგ ან კრიოპროტოკოლში. ვიტრიფიკაცია კრიოტოპებზე, ანუ სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია გამოიყენება 2000 წლიდან. ხარისხიან ემბრიონებს კარგად გადააქვთ ის და წარმატებული გალღობის პროცენტი ძალზე მაღალია. რეპროდუქტოლოგები მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ახდენენ IVF პროგრამების სეგმენტირებას ჩვენებების გარეშე, პირდაპირ სთავაზობენ რა პაციენტ ქალებს „კრიოს“ გამოყენებას, „ცოცხალ“ ციკლში გადატანის მცდელობის გარეშე. ეს დაკავშირებულია შედეგიანობასთან, რადგან ორგანიზმი ასწრებს დაისვენოს და აღიდგინოს ძალები, უკეთ რეაგირებს გადატანაზე.
აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
მთავარი >
გალღობილი ემბრიონის გადატანა / კრიოპროტოკოლი
გალღობილი ემბრიონის გადატანა / კრიოპროტოკოლი
მომსახურების საფასური:
4095₾*
*არ არის საჯარო შეთავაზება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მიხედვით
ჩვენებები „კრიოპროტოკოლისთვის“:
წარუმატებელი ცოცხალი გადატანა, მაგრამ დარჩა ვიტრიფიცირებული ემბრიონები
გადატანა „ცოცხალ“ ციკლში გადაიდო, სამედიცინო ჩვენებების გამო ან წინასაიმპლანტაციო გენეტიკური ტესტირების (PGD) ჩასატარებლად
IVF-ის წარმატებული პროცედურის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა დაბრუნდეს შემდეგი ბავშვისთვის.
Include:
- გამოკვლევა
- ენდომეტრიუმის მომზადების პრეპარატები + ზრდის მონიტორინგი
- ემბრიონის გალღობა
- დამხმარე ჰეტჩინგი
- ემბრიონების გადატანა პაციენტის საშოს ღრუში
- დღიურ სტაციონარში ყოფნა გადატანის შემდეგ (30 წუთი)