ანდროლოგის კონსულტაცია
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
- თბილისი, უზნაძეს 9
ექიმი ანდროლოგი არის მამაკაცის შარდსასქესო სისტემის ორგანოების დაავადებების სპეციალისტი. ანდროლოგის კონსულტაცია აუცილებელია სექსუალური დარღვევების, უნაყოფობაზე ეჭვის დროს – წყვილებში უნაყოფობის შემთხვევების დაახლოებით 40% გამოწვეულია მამაკაცური ფაქტორით.
როდის უნდა მივმართოთ ანდროლოგს?
ანდროლოგთან კონსულტაცია საჭიროა შემდეგი სიმპტომების გაჩენის დროს:
- შარდვის პრობლემები: გართულება, მტკივნეულობა, მაღალი სიხშირე.
- შარდის ფერის და კონსისტენციის ცვლილება, მინარევების გაჩენა – სისხლის, ჩირქის, ლორწოსი.
- თვითნებური გამონადენები ურეთრიდან.
- გარე სასქესო ორგანოების ზომების და ტემპერატურის ცვლილება.
- ერექციის პრობლემები.
- ადრეული ეაკულაცია ან თესლის სითხის არარსებობა ეაკულაციის დროს.
- ორსულობის არარსებობა წყვილში რეგულარული სექსუალური აქტივობის პირობებში კონტრაცეფციის გარეშე.
არ უნდა დავაყოვნოთ ანდროლოგთან მიმართვა, თუნდაც ეს რთული იყოს ფსიქოლოგიურად. SILK medical -ის სპეციალისტები კვალიფიციურად და დელიკატურად დაგეხმარებიან თქვენი პრობლემის გადაჭრაში კონფიდენციალურობის შენარჩუნებით.
რომელ დაავადებებს მკურნალობს ანდროლოგი?
- პროსტატიტი, ურეთრიტი, ორქიტი – ანთებითი პროცესები სასქესო სისტემის ორგანოებში.
- პროსტატის ადენომა (კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია).
- ერექციული დისფუნქცია
- ანდროგენების დეფიციტი – ტესტოსტერონის გამომუშავების ასაკობრივი შემცირება
- ვარიკოცელე.
- ფიმოზი და პარაფიმოზი.
- სასქესო ორგანოების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
- ეაკულაციის დარღვევები: ნაადრევი ეაკულაცია, ანეაკულაცია, რეტროგრადული ეაკულაცია.
- მამაკაცის უნაყოფობა
დაავადებები რაც შეიძლება ადრე უნდა გამოვლინდეს, მაშინ ისინი ექვემდებარება ეფექტურ მკურნალობას. სხვა შემთხვევაში, დაავადება შეიძლება აისახოს არა მხოლოდ ბავშვების გაჩენის შესაძლებლობაზე, არამედ მთლიანად ჯანმრთელობაზე.
როგორ მინდინარეობს კონსულტაცია
მიღება იწყება საუბრით – ანამნეზის შეგროვება. ანდროლოგი გკითხავთ სიმპტომების, ადრე გადატანილი დაავადებების და ჩატარებული მკურნალობის შესახებ. მიღებაზე უნდა მოიტანოთ ადრე ჩატარებული ყველა გამოკვლევის და სამკურნალო ღონისძიებების შედეგები. ასევე ექიმი გკითხავთ მამაკაცის ინტიმური ცხოვრების შესახებ. საჭიროა მზად იყოთ ამგვარი შეკითხვებისთვის: პასუხები დაეხმარება ექიმს უფრო სწრაფად დასვას სწორი დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა. ანამნეზის შეგროვების შემდეგ ანდროლოგი ჩაატარებს დათვალიერებას, საჭიროების შემთხვევაში, ულტრაბგერის გამოყენებით და ნაცხის აღებით გამოსაკვლევად.
მიღების შედეგებით ანდროლოგმა შეიძლება დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობის პროგრამა, ასევე გააგზავნოს მამაკავი დამატებით ანალიზებზე და გამოკვლევებზე.
გიწვევთ SILK Medical-ში ანდროლოგთან კონსულტაციაზე. ჩვენ ვიყენებთ მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს და მზად ვართ დაგეხმაროთ ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი. ჩვენი გუნდის მუშაობის პრინციპია უზრუნველვყოთ მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობა, ჩვენი პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შენარჩუნებით.