ასეთ შემთხვევებში კარდიოლოგები ნიშნავენ ჰოლტერ-მონიტორინგს — კვლევას, რომელიც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად იწერს გულის მუშაობას. ეს საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს ჩვეულებრივი ეკგ-ს დროს, და მიღებულ იქნას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის უფრო სრული სურათი.
როდის შეიძლება დანიშნოს ექიმმა ჰოლტერ-მონიტორინგი?
კარდიოლოგმა შეიძლება დაგინიშნოთ ჰოლტერ-მონიტორინგი, თუ გაწუხებთ:
- გახშირებული გულისცემა.
- გულის მუშაობაში შეფერხებების შეგრძნება.
- გულის „გაჩერების” შეგრძნება.
- სისუსტის ან თავბრუსხვევის ეპიზოდები.
- აუხსნელი გონების კარგვა.
- პულსის მკვეთრი ცვლილებები.
- დისკომფორტი გულმკერდის არეში.
რას აჩვენებს ჰოლტერ-მონიტორინგი?
ჰოლტერი-მონიტორინგი გვეხმარება არა მხოლოდ გულის რითმის დარღვევების გამოვლენაში, არამედ იმის გარკვევაშიც, უკავშირდება თუ არა პაციენტის ჩივილები გულის მუშაობაში ცვლილებებს.
კვლევა საშუალებას იძლევა დიაგნოსტირდეს არითმიის სხვადასხვა სახეობა, გამტარობის დარღვევები, ზედმეტად ხშირი ან იშვიათი გულისცემის ეპიზოდები, ასევე ცვლილებები, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის ან ძილის დროს ვითარდება.
მაგალითად, თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გრძნობს გულის მუშაობაში შეფერხებებს, მაგრამ ჩვეულებრივი ეკგ-ის დროს ისინი არ გამოვლენილა, ჰოლტერ-მონიტორინგი დაეხმარება ამ ცვლილებების დაფიქსირებას და მათ პაციენტის ყოველდღიურ აქტივობასთან შედარებას. ეს ეხმარება ექიმს უფრო ზუსტად განსაზღვროს ჩივილების მიზეზი და შეარჩიოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
როგორ ტარდება კვლევა?
პაციენტის გულმკერდზე მაგრდება სპეციალური ელექტროდები, რომლებიც ერთდება მცირე ზომის პორტატულ რეგისტრატორთან. მოწყობილობა კომპაქტურია და არ უშლის ხელს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას.
ჰოლტერის დაყენების შემდეგ შესაძლებელია ცხოვრების ჩვეულებრივი წესის გაგრძელება: მუშაობა, სეირნობა, დასვენება და ძილი.
მონიტორინგის დასრულების შემდეგ მონაცემებს აანალიზებს კარდიოლოგი. კონსულტაციის დროს ექიმი დეტალურად განმარტავს კვლევის შედეგებს, პასუხობს კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციებს შემდგომი გამოკვლევის ან მკურნალობის შესახებ.
ჰოლტერი თუ კარდიოლოგიური ჩექაპი?
ჰოლტერ-მონიტორინგი ხელს უწყობს რითმის დარღვევების გამოვლენას და მათ პაციენტის ჩივილებთან დაკავშირებას.
თუ კი თქვენთვის მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის უფრო კომპლექსური შეფასება, ყურადღება უნდა მიაქციოთ კარდიოლოგიურ ჩექაპს. SILK Medical-ში ხელმისაწვდომია კარდიოლოგიური ჩექაპის სხვადასხვა პროგრამა.
სპეციალური შეთავაზება SILK Medical-ში
SILK Medical-ის ვაკისა და დიღმის ფილიალებში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება:
ჰოლტერ-მონიტორინგი + კარდიოლოგის კონსულტაცია — 220 ლარი 300 ლარის ნაცვლად.
ღირებულებაში შედის კარდიოლოგის კონსულტაცია, რომლის დროსაც შეძლებთ დეტალურად განიხილოთ კვლევის შედეგები და მიიღოთ რეკომენდაციები შემდგომი მოქმედებების შესახებ.