ანდროლოგია
მამაკაცის რეპროდუქტიული ჯანმრთელობის შენარჩუნება
ანდროლოგია არის უროლოგიის ნაწილი, რომელიც სპეციალიზდება მამაკაცის რეპროდუქტიული ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ასევე მამაკაცის სასქესო სისტემის პროფილაქტიკაზე, დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე.
როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა, ანდროლოგია მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციური მეთოდიკები მაღალ ეფექტურობას აჩვენებენ. ექიმ-ანდროლოგის მნიშვნელობა მამაკაცისთვის არ ჩამოუვარდება ექიმ-გინეკოლოგის მნიშვნელობას ქალისთვის. უროლოგი-ანდროლოგი ზრუნავს ნებისმიერი ასაკის მამაკაცის ჯანმრთელობაზე: დაბადებიდან ღრმა სიბერემდე. ზოგჯერ, მამაკაცი შეიძლება წააწყდეს რეპროდუქციული სისტემის პრობლემებს სხვა გადატანილი დაავადებების შემდეგ. მაგალითად, ეპიდემიური პაროტიტის ბავშვობაში გადატანილმა ინფექციამ ზრდასრულ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დიაგნოზი – უშვილობა.
სპეციალიზაცია:
- მამაკაცური უნაყოფობის მკურნალობა და მამაკაცების მომზადება in vitro განაყოფიერებისთვის IVF)
- მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებების ოპერატიული მკურნალობა: ვარიკოცელე, ჰიდროცელე
- სპერმატოზოიდების ოპერატიული მიღება IVF/ICSI-თვის
- მამაკაცური სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა
თანამედროვე ცხოვრება უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის ჯანმრთელობაზე. თითქმის ყოველდღე ხდება სტრესები. გარდა ამისა, მავნე ჩვევები, არასწორი კვება და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიდი რაოდენობა ხელს უწყობს დაავადებების სიხშირის ზრდას, რომლებიც ცუდად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევების თითქმის ნახევარში წყვილის უნაყოფობის მიზეზი არის მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მათი უმეტესობა მოგვარებადია.
ანდროლოგია დაკავებულია მამაკაცის სექსუალური დისფუნქციის მკურნალობით, როგორიც არის იმპოტენცია, ნაადრევი ეაკულაცია, ლიბიდოს დაქვეითება. ასევე ანდროლოგიას მიუკუთვნება გენიტალიების პლასტიკური ქირურგია, რომლის საშუალებითაც მამაკაცის სასქესო ორგანოებს აშორებენ კოსმეტიკურ ნაკლოვანებებს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა
სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის, ყოველი მამაკაცისთვის რეკომენდებულია გაიაროს გამოკვლევა ექიმ-ანდროლოგთან წელიწადში ორჯერ. ხშირ შემთხვევაში, წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და სასქესო ორგანოების ინფექციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მათი გამოვლენა შეიძლება მხოლოდ რეგულარული დიაგნოსტიკის საშუალებით.
მამაკაცის სასქესო სფეროს დაავადებებს შორის გხვდება:
- სასქესო ორგანოების განვითარების მანკი (მაგალითად, სათესლე ჯირკვლების განვითარების პათოლოგია, პენისის გაღუნვა)
- ანთებითი დაავადებები (ურეტრიტი, პროსტატიტი)
- სიმსივნის კერები
- სასქესო ორგანოების ტრავმები
დღეისათვის, პრაქტიკულად ყველა ანდროლოგიური დაავადება ექვემდებარება წარმატებულ მკურნალობას. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მამაკაცს შეუძლია იყოს ჯანმრთელი და აქტიური, მიუხედავად ასაკისა.
ჩვენ თავი მოვუყარეთ საერთაშორისო პრაქტიკების გამოცდილებას ანდროლოგიური დაავადებების მკურნალობის საქმეში. SILK Medical-ის სპეციალისტები რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სერტიფიცირებული აპარატურით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ მამაკაცური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და აღდგენაში.