ცირკუმციზია (წინადაცვეთა)
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- თბილისი, უზნაძეს 9
ცირკუმციზია- ოპერაცია, რომლის დროსაც იკვეთება ჩუჩა – კანი რომელიც გარს ეკვრის სასქესო ორგანოს თავს. ეს საკმაოდ მარტივი და სწრაფი ქირურგიული ჩარევაა. იგი ტარდება სხვადასხვა სამედიცინო ჩვენებით როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ მამაკაცებში.
რა შემთვევებშია საჭირო ცირკუმციზია?
სამედიცინო ჩვენებების სია ასე გამოიყურება:
- ქრონიკული ბალანოპოსტიტი – ჩუჩისა და პენისის თავის ანთება. მას იწვევს სეკრეციების დაგროვება ჩუჩის ქვეშ, რაც მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის კარგი გარემოა.
- ფიმოზი – ჩუჩის შევიწროება, რის გამოც ასოს თავზე კანის გადაწევა შეუძლებელია. იგი უწყობს ხელს ბალანოპლასტიტის განვითარებას და იწვევს დისკომფორტს სქესობრივი აქტისას.
- პარაფიმოზი – მდგომარეობა, როცა შევიწროებული ჩუჩა პენისის თავის უკან გადაიწევა და უჭერს მას.
- პენისის კვანძის გაწყვეტა – კანის იმ ნაწილის, რომელიც აკავშირებს თავსა და ჩუჩას.
ზოგიერთი მამაკაცი ირჩევს ჩაიტაროს ცირკუმციზია სამედიცინო ჩვენებების გარეშე, მაგალითად, გრძელი ჩუჩის მოსაშორებლა, სქესობრივი აქტის გასახანგრძლივებლად, ინტიმური ჰიგიენის გასამარტივებლად და სგგდ-ის რისკის შესამცირებლად.
როგორ მიმდინარეობს ოპერაცია?
ცირკუმციზია საშუალოდ 10 წუთი გრძელდება. ტკივილის შესამცირებლად აუცილებლად გამოიყენება ანესთეზია. ექიმი ჩუჩას ჭიმავს, იჭერს პინცეტით და კვეთს. ჭრილობაზე იდება ნაკერები. იგი ზორცდება 7-10 დღეში.
კლინიკა SILK Medical-ში მსგავს ოპერაციებს გამოცდილი ქირურგები ატარებენ, რითიც ოპტიმალური შედეგი მიიღწევა, რეაბილიტაცია მიმდინარეობს სწრაფად, ხოლო გართულებების რისკი თითქმის ნულია