Выберите город
თბილისი
ბათუმი
+995 322 22 24 42 +995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
საქართველოს, თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
საქართველოს, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
მთავარი >
გინეკოლოგის კონსულტაცია

გინეკოლოგის კონსულტაცია

სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მისამართები:
  • თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62

ქალის ჯანმრთელობის მთავარ სპეციალისთან ვიზიტი რეკომენდებულია ჩივილების პირველივე გაჩენისთანავე. მათი არარსებობის შემთხვევაში კი საჭიროა წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ პროფილაქტიკური გასინჯვის ჩატარება. დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საშუალებას იძლევა გავექცეთ მძიმე გართულებებს.

 

რას მკურნალობს გინეკოლოგი

ექიმი გინეკოლოგი ჩართულია ისეთი მდგომარეობების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, როგორიცაა:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
  • ორსულობის პერიოდი;
  • ორსულობის შეწყვეტის აუცილებლობა;
  • წარმონაქმნები ქალის ორგანოებში  – კისტები, მიომები, პოლიპები;
  • ენდომეტრიაზი;
  • ვაგინიტი;
  • დისფუნქციური და იუვენილური სისხლდენები საშვილოსნოდან და ა. შ.

 

ასევე, გინეკოლოგი არჩევს კონტრაცეფციის საშუალებებს.

ქალის სასქესო სისტემის პათოლოგიების გამოვლენაში გვეხმარება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა. ჩვენი კლინიკა აღჭურვილია საექსპერტო კლასის ტექნოლოგიებით, რისი მეშვეობითაც ნებისმიერი სირთულის კვლევებს ვატარებთ.

 

როდის არის საჭირო, მივიდეთ გინეკოლოგთან

გინეკოლოგისათვის მიმართვა რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში;
  • მენსტრუაციის გადაცდენა, ან სრული გაქრობა; გაზრდილი, ან შემცირებული მენსტრუალური გამონადენი;
  • მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი;
  • ორსულობა;
  • პათოლოგიური გამონადენი საშოდან, რომელსაც თან ახლავს სუნი;
  • მუცლის მოშლები ანამნეზში;
  • სისხლნარევი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან არამენსტრუალურ პერიოდებში;
  • მენოპაუზა და ა. შ.

 

აქედან ზოგიერთი მდგომარეობა გინეკოლოგიური პათოლოგიების ნიშანია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტს გამოკვლევისა და მკურნალობისათვის.

 

როგორ მიმდინარეობს კონსულტაცია გინეკოლოგთან?

პირველად მიღებაზე ექიმი ისმენს ჩივილებს და კრებს ანამნეზს. ამის შემდეგ სპეციალისტი შეუდგება პაციენტის დათვალიერებას გინეკოლოგიურ სავარძელზე სპეციალური ინსტრუმენტების – სარკეების მეშვეობით. გინეკოლოგი აფასებს საშოსა და საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას, ადგენს სასქესო ორგანოების ზომებს, მათში პათოლოგიური წარმონაქმნების არსებობა-არარსებობას.

კვლევის დამატებით მეთოდებად გინეკოლოგიაში გამოიყენება:

  • მცირე მენჯის ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ჰისტეროსკოპია და კოლპოსკოპია;
  • ლაპაროსკოპია;
  • ჰისტეროსალპინგოგრაფია;
  • ციტოლოგია და სხვა…

კვლევების მოცულობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, პაციენტის ჩივილებისა და საერთო მდგომარეობის, ასევე, სავარაუდო დიაგნოზისა და თანმდევი პათოლოგიების გათვალისწინებით.

რატომ უნდა ჩაეწეროთ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე სილკ მედიკალში?

აი, მიზეზებიც:

  • მაღალკვალიფიციური პერსონალი:

ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად იმაღლებენ ცოდნის დონეს სპეციალიზებულ კურსებსა თუ სემინარებზე.

  • მოწინავე ტექნოლოგიები:

კლინიკა აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე აპარატურით, ეს უზრუნველყოფს კვლევების სისწრაფესა და სიზუსტეს.

  • ინდივიდუალური კომპლექსური მიდგომა თითოეულ პაციენტთან:

ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა შერჩეული იქნას დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ყველაზე სწორი პროგრამა უმოკლეს ვადებში.

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად



    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ემბრიოლოგი
      ენდოკრინოლოგი
      მეან-გინეკოლოგი
      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
      მთავარი ექიმის მოადგილე
      ნევროლოგი
      პედიატრი
      პროფესორი
      რეპროდუქტოლოგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      Ოჯახის ექიმი
      აირჩიეთ მისამართი
      ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
      მე-6 კვარტალი დიღმის 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.




          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა