აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
+995 322 22 24 42 +995 568 60 38 68
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
ექიმის სახლში გამოძახება
მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
მთავარი >
თერაპევტის დანიშვნა

თერაპევტის დანიშვნა

სერვისის მიმწოდებელი კლინიკების მისამართები:
  • თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
  • თბილისი, უზნაძეს 9
  • ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ., 43/45

 

თერაპევტი ყველაზე მრავალპროფილური სპეციალისტია. მას შეუძლია შეაფასოს სიმპტომები და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე, ჩაატაროს აუცილებელი გამოკვლევები საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და ეფექტიანი მკურნალობის დასანიშნად.

როგორ მომდინარეობს მიღება თერაპევტთან

თერაპევტთან პირველადი ვიზიტი ანამნეზით იწყება. თერაპევტი აგროვებს ინფორმაციას არსებულ ალერგიულ რეაქციებზე, გენეტიკურ მემკვიდრეობასა და გადატანილ ოპერაციებზე.

შემდეგ მიმდინარეობს უშუალო გამოკვლევა. საჭიროებისამებრ, ექიმი უსმენს ფილტვებსა და გულს, ზომავს სიცხეს, არტერიულ წნევასა და პულსს. თერაპევტი ათვალიერებს ყელს, სინჯავს ლიმფურ კვანძებს, ფარისებრ ჯირკვალსა და მუცელს. კონსულტაცია სრულდება წინასწარი დიაგნოზით. მის დასადასტურებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდი:

  •       სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი
  •       შარდის ანალიზი
  •       ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
  •       რენტგენოგრაფია
  •       ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ექოსკოპია) და სხვ.

გამოკვლევების მოცულობის დადგენის შემდეგ, თერაპევტი ითვალისწინებს ჩივილებს, პაციენტის მდგომარეობას, ასაკსა და სხვა ფაქტორებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ანალიზების ჩამონათვალი შესაძლოა გაიზარდოს.

ჩატარებული დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, ექიმი სვამს საბოლოო დიაგნოზს. გამოვლენილი პათოლოგიის მიხედვით თერაპევტს შეუძლია თავად დანიშნოს მკურნალობა ან გადაამისამართოს პაციენტი კონკრეტული მიმართულების სპეციალისტთან.

მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ SILK Medical-ში მუშაობენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი თერაპევტები. ჩვენი თანამშრომლები ფლობენ დიდ ცოდნას მედიცინის სხვადასხვა დარგში. თავიანთ საქმიანობაში თერაპევტები ხელმძღვანელობენ თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით. კლინიკაში არსებული მოწინავე აღჭურვილობა იძლევა საშუალებას ჩატარდეს სხვადასხვა სირთულისა და მოცულობის გამოკვლევები.

 

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად




    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    ექიმი:







      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      Შეხვედრის დანიშვნა

      time
      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
      [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
      აირჩიეთ მიმართულება
      ანესთეზიოლოგი
      ემბრიოლოგი
      ენდოკრინოლოგი
      ზოგადი პრაქტიკოსი
      მეან-გინეკოლოგი
      მთავარი ექიმის მოადგილე
      ოფთალმოლოგი
      ოჯახის ექიმი
      პროფესორი
      რეპროდუქტოლოგი
      სისხლძარღვთა ქირურგი
      ულტრაბგერითი ექიმი
      მე-6 კვარტალი დიღმის 5ა







        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

        მოითხოვეთ გამოძახება

        შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.





          ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა