საშვილოსნოს ყელის დაავადებების მკურნალობა
- თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
- ილია ჭავჭავაძის გამზირი, 62
ქალის საშვილოსნოს ფორმა გავს გადმობრუნებულ ყელიან ჭურჭელს. ჭურჭელი წარმოადგენს საშვილოსნოს სხეულს, ყელი კი მისი ქვედა ნაწილია, რომელსაც საშვილოსნოს ყელი ეწოდება. მასში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგია. თუ არ მოხდა მათი დროული მკურნალობა, ისინი გამოიწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას, ქალის უნაყოფობას და შექმნის სერიოზულ გართულებებს.
კლინიკა SILK Medical იყენებს საშვილოსნოს ყელის დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს. ყველა პროცედურას ატარებენ გამოცდილი ექიმ-გინეკოლოგები უახლესი აპარატურის გამოყენებით.
რა დაავადებები გვხვდება საშვილოსნოს ყელში?
საშვილოსნოს ყელში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგია:
- პოლიპები;
- ეროზია;
- ლეიკოპლაკია;
- ექტროპიონი, ექტოპია;
- ენდომეტრიოზი;
- ვირუსული პაპილომები;
- ნაბოთის კისტები;
- ნაწიბუროვანი დეფორმაცია;
- დისპლაზია, კიბოსწინარე ცვლილებები;
- ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
ეს დაავადებები ხშირად ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს. ამჟამად, არსებობს მრავალი ნაკლებად ინვაზიური მეთოდი.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
თბილისში ჩვენი კლინიკა იყენებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობის შემდეგ სახეობებს:
- დიათერმოელექტრო კონიზაცია – საშვილოსნოს ყელის კონუსური უბნის ამოკვეთა სპეციალური ელექტროდის გამოყენებით. გამოიყენება II–III ხარისხის დისპლაზიის, ნაწიბუროვანი პროცესის, ექტოპიის, ჰიპერტროფიის დროს.
- დიათერმოკოაგულაცია – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ელექტრული დენის გამოყენებით პათოლოგიური წარმონაქმნის მოწვა და მოცილება. დიათერმოკოაგულაცია გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დისპლაზიის, ექტოპიის, ენდომეტრიოზისა და კონდილომების დროს.
- საშვილოსნოს ყელის კონიზაცია – კონუსური უბნის ამოკვეთა. კლასიკური მეთოდი სკალპელის გამოყენებით ამჟამად თითქმის არ გამოიყენება. თანამედროვე ექიმები ახორციელებენ კონიზაციას ლაზერის, რადიოტალღური მეთოდით და ატარებენ დიათერმოელექტრო ამოკვეთას.
- პოლიპების მოცილება შეიძლება განხორციელდეს სპეციალური მარყუჟის, ლაზერის ან ელექტროკოაგულაციური აპარატის გამოყენებით.
- კონდილომების მოცილება ასევე ხორციელდება სხვადასხვა გზით, ყველაზე ხშირად ლაზერით ან რადიოტალღური ქირურგიით.
გასინჯვის და გამოკვლევის შემდეგ, SILK Medical თბილისის გინეკოლოგები დეტალურ კონსულტაციას უწევენ პაციენტებს, უყვებიან,თუ რომელი მკურნალობის მეთოდი იქნება ოპტიმალური კონკრეტულ შემთხვევაში და უპასუხებენ ყველა კითხვას.