თბილისი, მე-6 კვარტალი დიღმის 5ა
მოითხოვეთ ზარი
მთავარი >
ენდომეტრიუმის გამოკვლევები

ენდომეტრიუმის გამოკვლევები

ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, სადაც ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია. ორსულობის წარმატებული განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ენდომეტრიუმის მდგომარეობაზე, როგორც ბუნებრივი ჩასახვის, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ.

ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას – ბუნებრივი ან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიური მეთოდების დახმარებით – ძალიან მნიშვნელოვანია ენდომეტრიუმის შემოწმება.

SILK Medical გთავაზობთ ენდომეტრიუმის ტესტირების უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს: ERA, EMMA და ALICE. ტესტებს მიღებული აქვს მაღალი საექსპერტო შეფასება და გამოიყენება წამყვანი რეპროდუქციული კლინიკების მიერ.

ERA (ენდომეტრიუმის მიმღებლობის ანალიზი)

ტესტი აფასებს ენდომეტრიუმის მიმღებლობას. მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის ოპტიმალური დროის დასადგენად. „იმპლანტაციის ფანჯარა“ არის პერიოდი, როდესაც ენდომეტრიუმი მაქსიმალურად მზად არის ემბრიონის მისაღებად. ჩვეულებრივ ეს ხდება მენსტრუალური ციკლის 19-21 დღეებში, მაგრამ ზოგიერთ ქალში იმპლანტაციის ფანჯარა შეიძლება გადანაცვლებული იყოს. და “წარმატებული” ემბრიონების გადატანა კი წარუმატებლად მთავრდება.

ERA-ტესტი, ენდომეტრიუმის ექოსკოპიისგან განსხვავებით, ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას წარმოადგენს. კვლევა აფასებს იმ გენების ექსპრესიის ხარისხს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენდომეტრიუმის მზადყოფნაზე ემბრიონის მისაღებად. ტესტისთვის, ენდომეტრიუმის ქსოვილის ნიმუში აიღბა პაიპელ-ბიოფსიის გამოყენებით. კვლევის შედეგი წარმოდგენილია გრაფიკის სახით, სადაც გენის მაღალი აქტივობა მიუთითებს, რომ მასალის აღების დროს ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციის შანსი მაღალია.

ERA ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ნორმალური ენდომეტრიუმის სისქე, თუმცა განმეორებით უფიქსირდებათ წარუმატებელი მცდელობები “წარმატებული” ემბრიონის გადასატანად. ERA ტესტი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ საუკეთესო დღე ემბრიონის გადასატანად.

EMMA (ენდომეტრიუმის მიკრობიომის მეტაგენომიური ანალიზი)

ენდომეტრიუმის მიკროფლორის მეტაგენომიური ანალიზი. საშვილოსნოს შიდა ფენას აქვს საკუთარი მიკროფლორა, რომელიც გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე. EMMA ტესტი საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ენდომეტრიუმის ბაქტერიების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა, გამოავლინოთ ნორმალური და პათოგენური მიკროორგანიზმები.

კვლევისთვის ტარდება ენდომეტრიუმის ბიოფსია, ნიმუშიდან ხდება მიკრობული დნმ-ის იზოლირება და ხდება მისი ანალიზი NGS თანმიმდევრობით. EMMA წარმოადგენს უაღრესად ზუსტ ტესტს, მისი დახმარებით ხდება იმ მიკროორგანიზმების აღმოჩენა, რომელთა აღმოჩენა შეუძლებელია მიკროორგანიზმების ფლორას ჩვეულებრივი დათესვით. ტესტის შედეგების საფუძველზე ექიმი გასცემს დასკვნას ენდომეტრიუმის ნორმალური მდგომარეობის ან თერაპიული ღონისძიებების საჭიროების შესახებ.

ALICE (ინფექციური ქრონიკული ენდომეტრიტის ანალიზი)

ქრონიკული ენდომეტრიტის გამომწვევი ინფექციების ანალიზი. საშვილოსნოს შიდა ფენის ქრონიკული ანთება ხელს უშლის ემბრიონის ნორმალურ იმპლანტაციას და იწვევს სპონტანურ აბორტებს. ALICE პათოგენური მიკროფლორის გამოვლენის საშუალებას იძლევა, ხოლო NGS მეთოდის გამოყენებით ხდება მისი ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის განსაზღვრა. ტესტის შედეგების მიხედვით, ექიმი დანიშნავს ყველაზე ეფექტურ მკურნალობის მეთოდს.

მობრძანდით SILK Medical-ში ენდომეტრიუმის გამოკვლევის ჩასატარებლად. ენდომეტრიუმის მდგომარეობის უფრო სრულყოფილი შეფასებისთვის, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ყოვლისმომცველი ENDOMETRIO კვლევის ჩატარებას, რომელიც მოიცავს ERA, EMMA და ALICE ტესტებს. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე – და მშვიდად დაგეგმეთ ორსულობა.

დანიშნეთ შეხვედრა სპეციალისტთან სანახავად



    Შეხვედრის დანიშვნა

    time
    შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.
    [cf7form cf7key="popap-zapisi-na-prijom"]
    აირჩიეთ სპეციალისტი
    სხვიტარიძე ანა
    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
    ირკალიევი ალბერტ
    მეან-გინეკოლოგი
    სევოსტიანოვა ოქსანა
    VRT განყოფილების უფროსი
    მელაძე ციცინო
    მეან-გინეკოლოგი
    გრიბანოვა ნინა
    ენდოკრინოლოგი
    სივოლობოვი ალექსანდრე
    ვაქცინაციის სპეციალისტი
    ქათამაძე კახაბერ
    ორთოპედი ტრავმატოლოგი
    ლომთაძე მაკო
    მთავარი ექთანი
    შაპორევა პოლინა
    დერმატოვენეროლოგი
    აგაპოვა ეკატერინა
    ნევროლოგი
    ღვინიაშვილი ნინო
    დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი
    დონაძე ნინო
    ინფექციონისტი
    გეგეშიძე ლიკა
    ულტრაბგერითი ექიმი
    სოზიაშვილი, თემურ
    უროლოგი-ანდროლოგი
    ბირიუკოვა ანა
    ზოგადი პრაქტიკოსი
    მირგატია ირაკლი
    ზოგადი ქირურგი
    ხვედელიძე ეკატერინე
    რევმატოლოგი
    გელაშვილი ნინო
    ულტრაბგერითი ექიმი
    მამაცაშვილი მარიამ
    ულტრაბგერითი ექიმი
    ჩიგოგიძე ეკატერინე
    ოტორინოლარინგოლოგი
    ქარქაშიძე ანი
    მეან-გინეკოლოგი
    ნადირაძე ვლადიმერ
    ზოგადი ქირურგი
    ატაჩუკი ტატიანა
    პედიატრი
    გოგიჩაიშვილი ნანა
    გასტროენტეროლოგი
    ჯიჯავაძე ვერონიკა
    ზოგადი ქირურგი
    შენგელია ნატო
    მეან-გინეკოლოგი
    ღვალაძე ნინო
    ენდოკრინოლოგი
    ხუსკივაძე ალექსანდრე
    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
    შუბითიძე ნანა
    მეან-გინეკოლოგი
    ქვარაია ანა
    დიეტოლოგი
    სუზდალევი ვლადიმირი
    რეაბილიტოლოგი
    ჩიტაძე თეა
    კარდიოლოგი
    თოლორდავა დარეჯან
    ფსიქოთერაპევტი



      ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა

      მოითხოვეთ გამოძახება

      შეავსეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.



        ღილაკზე დაჭერით თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავება და თანახმა ვარ კონფიდენციალურობის პოლიტიკა