აირჩიეთ ფილიალი
თბილისი, დიღომი
თბილისი, ვაკე
თბილისი, უზნაძე
ბათუმი
Mo-Fr 9:00 AM - 9:00 PM
Sa-Su 9:00 AM - 7:00 PM
მეანობა და გინეკოლოგია
მზრუნველი და პერსონალიზებული მიდგომა ქალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
15 IVF პროგრამა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები მკურნალობის ეფექტურობისთვის
რეპროდუქციის სფეროში წამყვანი ექსპერტების საერთაშორისო გუნდი
თანამედროვე უახლესი აპარატურა და ლაბორატორიები და საოპერაციო ოთახები
მიმართულების შესახებ
სერვისები
ექიმები (6)
სტატიები (0)
დაკავშირებული მიმართულებები
მიმართულების შესახებ
გინეკოლოგია SILK Medical-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
გინეკოლოგი აწარმოებს ქალის სასქესო ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია მინიმუმ ერთხელ წელიწადში, თუნდაც არ იყოს ჩვენებები.
სამწუხაროდ, მრავალი ქალი ერიდება ექიმ-გინეკოლოგთან მიმართვას, ხშირ შემთხვევაში წარსულის გარკვეული ტრავმული გამოცდილების გამო. კონსულტაციები SILK Medical-ში შეცვლიან თქვენს წარმოდგენას გინეკოლოგებზე: ჩვენი სპეციალისტები დელიკატური და ტაქტიანი არიან, ხოლო გამოკვლევა – მაქსიმალურად ფრთხილი.
სპეციალიზაცია:
- ენდოკრინოლოგიური და ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა გინეკოლოგიაში
- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შერჩევა
- ორსულობის წარმართვა (ბუნებრივი და in vitro განაყოფიერება)
- სასქესო გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ქალის ჯანმრთელობის სკრინინგი
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე სამკურნალო-დიაგნოსტიკური და ქირურგიული ჩარევა
მიღების დროს ექიმი განახორციელებს დათვალიერებას: შეაფასებს საშვილოსნოს ყელს, აიღებს ნაცხს ფლორაზე და ონკოციტოლოგიაზე. ეს მინიმალური გინეკოლოგიური შემოწმება საჭიროა ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ, როდესაც იზრდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების სერიოზული დაავადებების რისკი. მათი დროული გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მნიშვნელოვნად ზრდის სრული განკურნების ალბათობას. პირველადი კონსულტაციის შედეგის მიხედვით, ექიმმა შეიძლება გასცეს დამატებითი გამოკვლევის რეკომენდაცია. ეს შეიძლება იყოს ანალიზები ჰორმონებზე, ნაცხები ინფექციებზე, საშვილოსნოს მილების გამავლობის შემოწმება, კოლპოსკოპია და სხვა გამოკვლევები. გამოკვლევების შედეგების შეფასების შემდეგ ექიმი დანიშნავს გამოვლენილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურ თერაპიას.
კომპლექსური მიდგომა
Silk Medical არის მრავალპროფილური ცენტრი, რაც საშუალებას იძლევა, ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრას კომპლექსურად ერთი კლინიკის ფარგლებში. გეგმავთ დაორსულებას? ძალიან კარგი. კლინიკის ექიმებთან ერთად შეგიძლიათ გაიაროთ ორსულობისთვის მომზადება. დაგისვეს „უნაყოფობის“ დიაგნოზი? In vitro განაყოფიერების განყოფილების რეპროდუქტოლოგები გაგიწევენ კონსულტაციას შემდგომი მკურნალობის ვარიანტების შესახებ. ნებისმიერი დიაგნოსტიკა, მცირეინვაზიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო ჩარევა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, დამატებითი კონსულტაციები მამოლოგებთან, ენდოკრინოლოგებთან – ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია Silk Medical-ში.
სერვისები
გინეკოლოგის კონსულტაცია
მხოლოდ ფრთხილად და პროფესიონალური დამოკიდებულება ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიმართ. ყოვლისმომცველი მიდგომა ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად – დიაგნოსტიკიდან ნებისმიერი სახის მკურნალობამდე.
ორსულობის მართვა
ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად ორსულობის ყველა ეტაპზე, რათა ეს იყოს მარტივი და კომფორტული. ვიწრო სპეციალისტები, სრული გამოკვლევა და მუდმივი კომუნიკაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
საკვერცხეების გაახალგაზრდავება
საკვერცხის PRP-ის შემდეგ შეინიშნება სისხლძარღვების აღდგენა, საკვერცხეებში საკვები ნივთიერებების მიწოდების გაუმჯობესება და მათი „გაახალგაზრდავება“. თრომბოციტებით მდიდარ პლაზმაში შემავალი ზრდის ფაქტორები ასტიმულირებს კვერცხუჯრედების მომწიფებას და ოვულაციას.
ჰისტეროსკოპია
Silk Medical-ის სპეციალისტები ატარებენ ყველა სახის ჰისტეროსკოპიას – საოფისე ჰისტეროსკოპიას, ბიოფსიით და სკრაპიით. ჰისტეროსკოპია წყვეტს ენდომეტრიის ბევრ პრობლემას.
ექიმები (6)
სტატიები (0)
დაკავშირებული მიმართულებები
Консультация гинеколога
Гинеколог занимается диагностикой, лечением и профилактикой заболеваний женских половых органов.
Წაიკითხე მეტი
Программы ЭКО
Некоторые пары сталкиваются с множеством проблем, мешающим им зачать малыша.
Წაიკითხე მეტი
Гистероскопия
Гистероскопия – современный малоинвазивный метод диагностики заболеваний полости матки.
Წაიკითხე მეტი
Консультация гинеколога
Гинеколог занимается диагностикой, лечением и профилактикой заболеваний женских половых органов.
Წაიკითხე მეტი
Программы ЭКО
Некоторые пары сталкиваются с множеством проблем, мешающим им зачать малыша.
Წაიკითხე მეტი